საქართველოეკონომიკასაზოგადოება
ქართველი მძღოლები საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სერტიფიკატებს მიიღებენ
საქართველოში გაიხსნება ტრენინგცენტრი, სადაც ქართველი მძღოლები საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სერტიფიკატებს მიიღებენ. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
„მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში ამ ცენტრის მშენებლობას დავიწყებთ. საუბარია ჩვენი სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაციის ეგიდით სწავლებაზე, რომელიც დღესაც მიმდინარეობს. ჩვენი ქართველი მძღოლების სერტიფიცირება და მათი ევროპულ ბაზრებზე დასაქმება საკმაოდ მოთხოვნადია.
ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ამისთვის ცალკე ტრენინგცენტრი უნდა არსებობდეს. ქართველი მძღოლები, ლოჯისტიკური მენეჯერები და სახმელეთო ტრანსპორტთან დაკავშირებული სხვა პროფესიების ადამიანები გადამზადდებიან ამ ცენტრში და ეს სერტიფიკატები აღიარებული იქნება მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა მინისტრმა.
imedinews.ge
კომენტარები