საქართველოსაზოგადოება

ხარაგაულში ჩინური კომპანიის თანამშრომლები კორონავირუსზე შეამოწმეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ხარაგაულში ჩინურ კომპანიაში დასაქმებულებს შეხვდნენ.

სამედიცინო კაბინეტში ყველა ადამიანის შემოწმება მოხდა. ამ დროისთვის საშიშროება არ არსებობს. ვირუსის ნიშნები არც ჩინეთიდან დაბრუნებულ პირებს აღმოაჩნდათ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის სამი ჩინური კომპანია ფუნქციონირებს, სადაც როგორც ქართველები, ისე ჩინელები არიან დასაქმებულნი. მათ ქართველი ექიმები ემსახურებიან.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა ჩინურ კომპანიაში დასაქმებულებს საინფორმაციო ფლაერები დაურიგეს.  კომპანიაში აცხადებენ, რომ ვირუსის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, რადგან ვინც უკვე წასულია ჩინეთში, მათი რეისები გააუქმებულია, ამ დროისთვის კი კომპანიაში ტემპერატურა ან ვირუსის დამახასიათებელი სხვა ნიშნები არავის აღენიშნება.

tvalsazrisi.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close