კრიმინალისაბერძნეთი
საბერძნეთის პოლიციამ ნარკომოვაჭრეებს 1,2 ტონა კოკაინი ჩამოართვა
საბერძნეთის პოლიციამ ნარკომოვაჭრეების ჯგუფი გამოავლინა, რომელმაც შავ ბაზარზე რეალიზაციის მიზნით ქვეყანაში 1,2 ტონა კოკაინი შეიტანა.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს, ბერძენ სამართალდამცველებზე დაყრდნობით. 6-თვიანი გამოძიების შემდეგ საბერძნეთის პოლიციამ დამნაშავეთა ჯგუფის 8 წევრი დააკავა.
მათ ნარკოტიკი კარიბის ზღვის აუზიდან ევროპაში და ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში გაჰქონდათ. პოლიციის ინფორმაციით, ამ ოპერაციებით დანაშაულებრივმა ჯგუფმა €509 მილიონი გამოიმუშავა.
ამ დროისთვის პოლიცია დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ 9 წევრს ეძებს.
imedinews.ge
კომენტარები