მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში ბილეთის ფასი გაორმაგდა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში შემავალ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში შესასვლელი ბილეთის ღირებულებები შეიცვალა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში შესასვლელი ბილეთის ღირებულებები 2020 წლის პირველი იანვრიდან თითქმის 100%-ით გაძვირდა. მათ შორისაა ვარძიის, ხერთვისის მუზეუმ-ნაკრძალი და ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
მუზეუმ-ნაკრძალების მომსახურების ახალი ტარიფები:
ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალი:
ბილეთის ფასი: მოზრდილები – 15 ლარი;
მოსწავლეები/სტუდენტები/პენსიონერები (საქართველოს მოქალაქე) – 1 ლარი;
გიდის მომსახურება ქართულ ენაზე – 25 ლარი;
გიდის მომსახურება უცხო ენაზე – 45 ლარი;
აუდიოგიდის მომსახურება – 15 ლარი;
ვირტუალური ტური – 15 ლარი;
მიკროავტობუსის მომსახურება (1 დამთვალიერებელი) – 2 ლარი.
ხერთვისის ციხე:
ბილეთის ფასი: მოზრდილები – 10 ლარი;
მოსწავლეები/სტუდენტები/პენსიონრები (საქართველოს მოქალაქე) – 1 ლარი;
გიდის მომსახურება ქართულ ენაზე – 15 ლარი;
გიდის მომსახურება უცხო ენაზე – 30 ლარი.
უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი:
ბილეთის ფასი: მოზრდილები – 15 ლარი;
(საქართველოს მოქალაქე) მოსწავლეები/სტუდენტები/პენსიონერები – 1 ლარი.
საექსკურსიო (გიდის) მომსახურება ქართულ ენაზე: 25 ლარი; უცხო ენაზე – 45 ლარი.
საექსკურსიო (აუდიო) გიდის მომსახურება – 15 ლარი;
ვირტუალური ტური – 5 ლარი;
მიკროავტობუსის მომსახურება (1 დამთვალიერებელი) – 2 ლარი.
გრემის მუზეუმი:
ბილეთის ფასი: მოზრდილები – 10 ლარი;
მოსწავლეები/სტუდენტები/პენსიონერები (საქართველოს მოქალაქე) – 1 ლარი;
გიდის მომსახურება ქართულ ენაზე – 15 ლარი;
გიდის მომსახურება უცხო ენაზე – 30 ლარი.
უჯარმისა და დავით-გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალი:
ბილეთის ფასი: მოზრდილები – 10 ლარი;
მოსწავლეები/სტუდენტები/პენსიონერები (საქართველოს მოქალაქე) – 1 ლარი;
გიდის მომსახურება ქართულ ენაზე – 15 ლარი;
გიდის მომსახურება უცხო ენაზე – 30 ლარი.
ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი:
ბილეთის ფასი: მოზრდილები – 10 ლარი;
მოსწავლეები/სტუდენტები/პენსიონერები (საქართველოს მოქალაქე) – 1 ლარი;
გიდის მომსახურება ქართულ ენაზე – 15 ლარი;
გიდის მომსახურება უცხო ენაზე – 30 ლარი.
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი:
ბილეთის ფასი: მოზრდილები – 5 ლარი;
მოსწავლეები/სტუდენტები/პენსიონერები (საქართველოს მოქალაქე) – 1 ლარი;
გიდის მომსახურება ქართულ ენაზე – 15 ლარი;
გიდის მომსახურება უცხო ენაზე – 30 ლარი.
ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმი:
ბილეთის ფასი: მოზრდილები – 5 ლარი;
მოსწავლეები/სტუდენტები/პენსიონერები (საქართველოს მოქალაქე) – 1 ლარი;
გიდის მომსახურება ქართულ ენაზე – 15 ლარი;
გიდის მომსახურება უცხო ენაზე – 30 ლარი.
სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი:
ბილეთის ფასი: მოზრდილები – 5 ლარი;
მოსწავლეები/სტუდენტები/პენსიონერები (საქართველოს მოქალაქე) – 1 ლარი;
გიდის მომსახურება ქართულ ენაზე – 15 ლარი;
გიდის მომსახურება უცხო ენაზე – 30 ლარი.
ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი (გეგუთის ციხე-დარბაზი):
ბილეთის ფასი: მოზრდილები – 5 ლარი;
მოსწავლეები/სტუდენტები/პენსიონერები (საქართველოს მოქალაქე) – 1 ლარი.
დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი – არმაზციხე (ბაგინეთი):
ბილეთის ფასი: მოზრდილები – 5 ლარი;
მოსწავლეები/სტუდენტები/პენსიონერები (საქართველოს მოქალაქე) – 1 ლარი;
გიდის მომსახურება ქართულ ენაზე – 15 ლარი;
გიდის მომსახურება უცხო ენაზე – 30 ლარი.
ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი:
ბილეთის ფასი: მოზრდილები – 5 ლარი;
მოსწავლეები/სტუდენტები/პენსიონერები (საქართველოს მოქალაქე) – 1 ლარი;
გიდის მომსახურება ქართულ ენაზე – 5 ლარი.
საბავშვო-საგანმანათლებლო პროგრამები:
კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს (ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, თბილისის საგანმანათლებლო სტუდია) – ბილეთის ფასი – 6 ლარი.
საბავშვო არქეოლოგია (პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი, დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი) – ბილეთის ფასი – 5 ლარი.
უფასოდ დაიშვებიან:
6 წლამდე ასაკის ბავშვები
სათანადო საბუთის წარმოდგენის შემთხვევაში:
• იძულებით გადაადგილებული პირები;
• ომის ვეტერანები;
• მზრუნველობას მოკლებული ბავშვები;
• სოციალურად დაუცველი პირები;
• ნებისმიერი ფიზიკური პირი:
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და მათი თანმხლები პირი;
• ICOM ბარათის მფლობელები (პიროვნების საიდენტიფიკაციო სხვა დოკუმენტთან ერთად);
• „ემეგობრე მემკვიდრეობას“ წევრები.
„მომსახურების ტარიფების ცვლილებით მიღებული შემოსავლები უპირატესად მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ინფრასტრუქტურულ მოწყობას მოემსახურება და მათი შემეცნებითი და გასართობი ელემენტებით აღჭურვისკენ იქნება მიმართული. ამავდროულად, გაზრდილი შემოსავლები სააგენტოს დაბალანაზღაურებადი თანამშრომლების სახელფასო განაკვეთების გაზრდაზეც იმოქმედებს“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებაში.
კომენტარები