იტალიაკრიმინალი

იტალიის მინისტრთა საბჭომ პოლიციელების მიერ ელექტროშოკური პისტოლეტის გამოყენების დებულება დაამტკიცა

იტალიის მინისტრთა კაბინეტმა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ დამნაშავის დაკავებისას ელექტროშოკური პისტოლეტის (ტეიზერი) გამოყენების წესების შესახებ დებულება დაამტკიცა. ამის თაობაზე იტალიური მედია იუწყება.

დოკუმენტს ახლა სახელმწიფო საბჭოზე განიხილავენ, შემდეგ კი ისევ მინისტრთა საბჭოში დაბრუნდება, სადაც პარასკევს საბოლოოდ დამტკიცდება, რის შემდეგაც ტეიზერები ოფიციალურად შევა პოლიციის აღჭურვილობაში.

იტალიის საპოლიციო ძალებისთვის ელექტროშოკური პისტოლეტების გადაცემა ჯერ კიდევ 2014 წელს იყო დაგეგმილი. შესაბამის შეთანხმებას ხელი 2017 წლის ივლისში მოეწერა.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გამოცემული ინსტრუქცია ტეიზერს (Taser) განსაზღვრავს, როგორც პირადი დაცვის იარაღს, რომელიც ელექტრული იმპულსების მეშვეობით ზღუდავს თავდამსხმელის მოძრაობებს. ეფექტიანი სროლისთვის აუცილებელი მანძილი 3-იდან 7 მეტრამდეა. ამ იარაღს უკვე იყენებენ მსოფლიოს 107 ქვეყნის საპოლიციო ძალები, მათ შორის, კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ჩეხეთის, საბერძნეთის, გაერთიანებული სამეფოს და სხვ.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

One Comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close