საზოგადოებასაზოგადოებასაბერძნეთისაქართველოსპორტი

ლეგენდების თასზე საქართველოში ვეტერან ბერძენ თავდამსხმელს ანგელოს ხარისტეასს ელოდებიან

ბათუმის ზამთრის თასის ლეგენდების ტურნირის მონაწილეთა შორის, სავარაუდოდ, ანგელოს ხარისტეასიც იქნება – თუ საკითხი დადებითად გადაწყდა, ვეტერანი ბერძენი თავდამსხმელი ფიფას ნაკრებში ითამაშებს. ინფორმაცია საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტმა“ გაავრცელა.

საბერძნეთის ოქროს თაობის წარმომადგენელი ხარისტეასი 2004 წლის ევროპის ჩემპიონია, სადაც გადამწყვეტ შეხვედრაში პორტუგალიასთან გადამწყვეტი გოლის ავტორი გახდა.

ევრო 2004 პორტუგალიაში ჩატარდა და ყველასთვის მოულოდნელად საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. საბერძნეთმა ფინალში პორტუგალია დაამარცხა  ანგარიშით 1:0 – ერთადერთი გოლი ხარისტეასმა 57-ე წუთზე გაიტანა.

ხარისტეასი ევრო 2020-ის ელჩი და თესალონიკის საფხბურთო კლუბ „არისის“ სპორტული დირექტორია. 2015 წელს „ეკიპმა“ იგი ევროპის ჩემპიონატის 100 საუკეთესო მოთამაშეს შორის დაასახელა.

საინტერესოა, რომ ხარისტეასმა სანაკრებო კარიერა 2011 წელს თბილისში გამართულ შეხვედრაში დაასრულა – ბერძნებმა 2:1 მოიგეს. გადამწყვეტი გოლი კვლავ ხარისტეასმა გაიტანა.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close