ინგლისში დარემის საგრაფოს პოლიცია უკვე 6 წელია ცდილობს გაარკვიოს, ვინ უტოვებს სოფელ ბლექჰოლ-კოლერის მოსახლეობას პარკში შეფუთულ ფულს.
პირველი შემთხვევა 2014 წელს მოხდა. მას შემდეგ 12 ამანათი იპოვეს, მათგან 4 – გასულ წელს.
უცნობი პარკში შეფუთულ თანხას ადვილად შესამჩნევ ადგილებზე დებს. მასში მუდმივად დაახლოებით 2000 ფუნტი სტერლინგია მოთავსებული.
ადგილობრივ მოსახლოეობას ნაპოვნი ფული პოლიციაში მიაქვს, თუმცა მისი პატრონი არასდროს გამოჩენილა, ამიტომაც მას ჯილდოს სახით მპოვნელს უბრუნებენ.
The Guardian-ის ინფორმაციით, სამართალდამცველები ფილანთროპის ვინაობის დადგენას ბანკების მეშვეობით ცდილობდნენ, პაკეტებზე თითების ანაბეჭდებს ეძებდნენ, მაგრამ ამაოდ.
საიდუმლო გასული წლის დეკემბერში გამჟღავნდა: 2 სპონსორი პოლიციაში თავად გამოცხადდა. ამ საიდუმლო ისტორიის გმირებმა სამართალდამცველებს ანონიმურობის შენარჩუნება სთხოვეს და ეს იმით ახსნეს, რომ ყურადღება და მადლიერება არ სჭირდებათ.
პოლიციის ინფორმაციით, რამდენიმე წლის წინ ანონიმები უცბად გამდიდრდნენ და გადაწყვიტეს, ფული სოფლის მცხოვრებლებისთვის გაეყოთ. ერთ-ერთი მათგანი ქალია, რომელსაც ბლექჰოლ-კოლერში რაღაცით დაეხმარნენ. ამის შემდეგ ქალმა მათთან ემოციური კავშირი იგრძნო.
imedinews.ge
კომენტარები