სპორტი
ლეგენდების ტურნირში „დინამო თბილისმა“ „ბაიერს“ ანგარიშით 4:2 მოუგო
12/01/2020
60 Less than a minute
გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ლეგენდათა ტრადიციული ტურნირი (AOK TRADITIONSMASTERS) მიმდინარეობს, რომელშიც „დინამო თბილისი“ მონაწილეობს. გუნდის კაპიტანი კახა კალაძეა.
11 იანვარს „დინამო თბილისმა“ ლევერკუზენის „ბაიერს“ ანგარიშით 4:2 მოუგო. გოლები ალექსანდრე იაშვილმა (2), კახა კალაძემ და ოთარ მარცვალაძემ გაიტანეს.
„მივესალმები ასეთი ტურნირის ჩატარებას. ძალიან დიდია ინტერესი საზოგადოების მხრიდან, როდესაც ვეტერანი ფეხბურთელები იკრიბებიან. წელს „დინამო თბილისის“ სახელით გამოვდივართ და მიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღოთ ასეთ მაღალი დონის ტურნირში, სადაც წამყვანი გერმანული საფეხბურთო კლუბები არიან წარმოდგენილები. 19 იანვარს უკვე ბათუმში გაიმართება ტურნირი ნაკრებების დონეზე, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ ტურნირის დაწყების წინ.
1tv.ge
კომენტარები