საზოგადოებასაქართველო
მონასტერი გემზე, რომელიც მალე ქართველი ემიგრანტებისათვის სულიერი ნავსაყუდელი გახდება (ვიდეო)
ქართველი სასულიერო პირები გემ-ეკლესიაზე ცხოვრობენ და სურთ „ელია მეორით“ ევროპის გარშემო იქადაგონ.
გემი ჰოლანდიის საპორტო ქალაქ ვლისინგენში დგას. ახლა მიმდინარეობს გემზე აგებული ტაძრის მოხატვა. მამა აბიბო და მონაზვნები იმედოვნებენ, რომ მალე „ელია მეორე“ ქართველი ემიგრანტებისათვის სულიერი ნავსაყუდელი გახდება.
„იმედის კვირამ“ მოამზადა ექსკლუზიური რეპორტაჟი გემზე აგებული ტაძრის და ქართველი სასულიერო პირების შესახებ, რომლებიც საეკლესიო ცხოვრებას შუა ზღვაში ეწევიან.
კომენტარები