fbpx
რას არ გაიგებ/ფაქტები

საჭირო სიტყვები, რომლებიც ნამდვილად არ გეცოდინებათ

არ ვიცი, თქვენთვის რამდენად ცნობილია, რომ თურმე მრავალი ნაცნობი მოვლენისა თუ საგნის აღწერა ერთი სიტყვითაც შეიძლება, მაშინ როცა უმრავლესობა ჩვენგანი რამდენიმე სიტყვის შეთანხმებას ხმარობს. შეამოწმეთ თქვენი ერუდიცია. დაიმახსოვრეთ ეს სიტყვები, რა იცით, სად გამოგადგებათ?!

პეტრიკორი (ინგლ. Petrichor) – სუნელი, რომელიც მიწას ასდის წვიმის შემდეგ.

ტერმინი ინგლისური წარმოშობისაა და ორი ბერძნული სიტყვის ნაერთია: პეტრა – რაც „ქვას“ ნიშნავს და ichor – სითხე, რომელიც ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ღმერთების ძარღვებში მიედინება.

ეს სიტყვა 1964 წელს მკვლევარებმა იზაბელა ჯოი ბეარმა (ავსტრალია) და როდერიკ გ. თომასმა (დიდი ბრიტანეთი) სპეციალურად მოიფიქრეს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული სტატიისთვის.

გლეტი (ინგლ. Aglet) – პლასტმასის ან ლითონისგან დამზადებული გარსაცმი, რომლითაც ფეხსაცმლის ბალთა ან სადენი ბოლოვდება. მისი მტკიცე და ვიწრო პროფილი უფრო იოლად ეტევა ნახვრეტში და სადენის ბოლოს გაცვეთისგან იცავს.

სიტყვის ეტიმოლოგია ძველი ფრანგული სიტყვა – aiguillette, aiguille-ის კნინობითი ფორმიდან მომდინარეობს, რაც „ნემსს“ ნიშნავს.

ლუნულა (ლათ. Lunula – „პატარა მთვარე, ხვრელი ან პატარა ნამგალი“) ეწოდება ნახევარმთვარის ფორმის თეთრ არეს ფრჩხილის ძირში.

ამ სიტყვას კიდევ ერთი მნიშვნელობა აქვს – ადრეული ბრინჯაოს ხანის ეპოქის ყელზე დასაკიდი სამკაულები, რომლებიც დამზადებულია ოქროს, ბრინჯაოს ან სხვა ლითონისგან და ნახევარმთვარის ფორმა აქვს.

ნატიფორმა – ბუნებრივი წარმონაქმნი (ხე, კლდე, ქვა და ა. შ.), რომელსაც ქალის უკანალის ფორმა აქვს.


პუნტი (პანტი) (ინგლ. рunt ან kick-up) – მინის ბოთლების ფსკერის შეზნექილი ზედაპირი.

ლემნისკატა (ლათ. lēmniscātus – „ლენტებით შემკული“) – ბოლო პერიოდში ასე პოპულარული უსასრულობის ნიშანი.

დისანია – ეწოდება გვიან დაძინების სინდრომს ანუ ცირკადული რიტმის (ცოცხალი არსების ორგანიზმში მიმდინარე რეგულარული პროცესების სინქრონიზაციას დღე-ღამის ბუნებრივ რიტმთან) ქრონიკულ დარღვევას, რომელიც ვლინდება ძალიან გვიან დაძინებით (ხშირად 01:00 საათის შემდეგ) და გვიან გამოღვიძებით. ძილის დროის არევასთან ერთად იცვლება ჰორმონის წარმოქმნისა და სხეულის ტემპერატურის რიტმი.

დეფენესტრაცია (ლათ. fenestra – „ფანჯარა“) – ვინმეს ან რაღაცის ფანჯრიდან გადაგდება.


ფლოემა – ბანანის ქერქის შიგა ნაწილში არსებული გრძელი „ძაფები“.

ფერული – საშლელით დაბოლოებული ფანქრის ლითონის სამაგრი.

მოამზადა თამარ ქავჟარაძემ

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close