ეკონომიკასაზოგადოებასაქართველო

საქართველოში საარსებო შემწეობას 416 400 ადამიანი იღებს

საქართველოში საარსებო შემწეობას 416 400 ადამიანი იღებს, რაც 116 111 ოჯახს შეადგენს. წლის დასაწყისიდან შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 25 700-ით შემცირდა და ამ დროისთვის მას მოსახლეობის 11.2% იღებს. ამ მიზნით სახელმწიფომ წლის დასაწყისიდან 286 მლნ ლარზე მეტი დახარჯა.

ყველაზე ღარიბი რეგიონი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთია, სადაც საარსებო შემწეობას ადგილობრივი მოსახლეობის 37%-ზე მეტი იღებს, ამის შესახებ GBC წერს.

შემწეობაზე დამოკიდებულთა რაოდენობა (წილი მოსახლეობის მთლიან რიცხოვნობასთან შედარებით) რეგიონების მიხედვით:

საქართველო   411 400 – 11,2%

აჭარა                    41 504 – 12,3%;

თბილისი               86 700 – 7.5%;

გურია                   18 427 – 16.3%;

რაჭა/ლეჩხუმი/ქვ.სვანეთი 11 852 – 37.3%;

კახეთი                   41 743 – 13.1%;

იმერეთი                54 851 – 10.2 %;

მცხეთა-მთიანეთი    12 519 – 13.3%;

სამეგრელო/ზემო სვანეთი  55 747 – 16.8 %;

სამცხე-ჯავახეთი      10 900 – 6.9%;

ქვემო ქართლი         44 874 – 10.6%;

შიდა ქართლი          40 221 – 15.2%.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close