ლიტერატურა/წიგნებიმსოფლიოსაზოგადოებაქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

საბერძენთში მომუშავე ემიგრანტი ქალების ცხოვრება – ევიტა კარაგეორგიუს წიგნის პრეზენტაცია კორინთოში

ჩვენი საიტის მკითხველებისთვის ცნობილია, რომ ბერძენმა მწერალმა ევიტა კარაგეორგიუმ გამოსცა მხატვრული ნაწარმოები „მდედრობითი სქესის დასასრული“ (Το τέλος, γένους θηλυκού), რომელშიც აღწერილია საბერძნეთში მომუშავე ემიგრანტი ქალების ცხოვრება.


11 დეკემბერს ქალაქ კორინთოში წიგნის საკმაოდ წარმომადგენლობითი პრეზენტაცია გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ხელმძღვანელი დიონისის ცაკნისი, ასევე, მწერალი ნატაშა სიდერი და ფილოლოგი სოფია დასკალოპულუ.

მნიშვნელოვანია, რომ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა ქართველი მარიამ კორძაია, რომელიც დამსწრე საზოგადოებას მოუყვა საქართველოს წარსულისა და დღევანდელობის შესახებ, აღნიშნა, თუ როგორი ღრმა და ისტორიული მნიშვნელობისაა საქართველოსა და საბერძნეთის ურთიერთობა. მისმა საუბარმა დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა, რაც გულმხურვალე აპლოდისმენტებით გამოხატეს. ბერძენი მომხსენებლების გამოსვლაც უაღრესად კეთილგანწყობილი და მეგობრული იყო. საგულისხმოა, რომ პრეზენტაციის მიმდინარეობას პირდაპირ ეთერში გადაცემდა კორინთოს რადიო.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close