6 მილიონი ნახვა! – სანტა კლაუსის დაბადების ახალი ისტორია (ვიდეო)
150 წლის აღსანიშნავად სუპერმარკეტების ქსელმა SAINSBURY’S გადაწყვიტა, ჩვენი უკან, ვიქტორიანულ ეპოქაში დაბრუნება და საკუთარი მოკრძალებული წარმომავლობის შესახებ ამბის მოყოლა, სანტა კლაუსის დახმარებით.
სააგენტო Wieden+Kennedy-სთან თანამშრომლობით, ბრენდი წმინდა ნიკოლოზის საკუთარ ვერსიას შემდეგნაირად გვიყვება:
ნიკოლასს, ღარიბ ობოლს, ქალაქიდან აძევებენ მას შემდეგ, რაც Sainsbury’s-ის დახლიდან თვალთმაქცურად ფორთოხლის მოპარვაში დასდებენ ბრალს.
მთელი ქალაქი გადაწყვეტს, რომ ის უნდა დაისაჯოს და ჩრდილოეთ პოლუსზე განაგრძოს ცხოვრება, როგორც დამნაშავემ.
მისის სეინსბურის კი მისი უდანაშაულობის სჯერა: იგი ბავშვს გადაარჩენს, ფორთოხლებით სავსე ტომარას მისცემს და ეტყვის: „თუ ვინმესთვის განსაკუთრებული საჩუქრის გაკეთებას შობას ვერ შეძლებ, აბა, როდისღა უნდა შეძლო?!“
ნიკოლასი სიკეთით ივსება და თავშესაფრის ყველა ბავშვის წინდაში ბუხრიდან ფორთოხალს ანაწილებს.
სწორედ აქედან იწყება ნიკოლასის, როგორც შობის მამის, დაბადება. ამის ვიზუალურ დასტურად კი მისი წითელი ქუდი და მოსასხამი გვევლინება.
ნახეთ და შეაფასეთ ძველი ბრიტანული ზღაპარი.
წყარო: https://www.marketer.ge/
კომენტარები