საზოგადოებასაქართველოსპორტი
ქართველი მოციგურავეების წარმატება ჩინეთში (ვიდეო)
მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა ჩელენჯერის სერიის ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტურნირი 2014 წლიდან ტარდება საერთაშორისო საციგურაო კავშირის ეგიდით და მის სპორტულ ცეკვებში 8 ქვეყნის 11 წყვილი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ მარია კაზაკოვა და გიორგი რევია.
ქართველმა წყვილმა მოკლე პროგრამაში 67.68 ქულით მესამე შედეგი აჩვენა, თავისუფალ პროგრამაში კი 106.95 ქულით მეორე პოზიციაზე გავიდა. ჯამში კაზაკოვა-რევიას წყვილმა 174.63 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. პირველი ადგილი ამერიკელმა სპორტსმენებმა დაიკავეს, რომლებმაც 191.55 ქულა მოაგროვეს. ვერცხლის მედალოსნები 176.38 ქულით რუსი სპორტსმენები გახდნენ.
მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ აღნიშნულ ტურნირზე დაწესებულზე გაცილებით მაღალი ტექნიკური ქულები დააგროვეს და სენიორებს შორის 2020 წლის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობის მიღების უფლებაც მოიპოვეს.
1tv.ge
კომენტარები