საფრანგეთში, ერთ-ერთ ოჯახში აღმოჩენილი ფლორენციელი ოსტატის, ჩიმაბუეს ნახატი 24 მილიონ ევროდ გაიყიდა

საფრანეგთში აღმოჩენილი ცნობილი ფერმწერის ტილო 24 მილიონ ევროდ გაიყიდა.

ფლორენციელი მხატვრის, ჩიმაბუეს ნახატი საფრანგეთის ქალაქ კომპიენში მცხოვრები ერთ-ერთი მოხუცი ქალის სამზარეულოში წლების განმავლობაში ეკიდა.

ტილოს მნიშვნელობა მხოლოდ გასულ თვეში გახდა ცნობილი, როდესაც ქალმა ის შესაფასებლად სპეციალისტებთან მიიტანა. თავდაპირველად ტილო ექვს მილიონ ევროდ შეაფასეს, თუმცა 27 ოქტომბერს გამართულ აუქციონზე ანონიმურმა მყიდველმა საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილიდან შედევრში 24 მილიონი ევრო გადაიხადა.

ჩიმაბუე ფლორენციაში XIII-XIV საუკუნეებში მოღვაწეობდა.

1tv.ge

კომენტარები