ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

28 ოქტომბერს ახალი მთვარეა. ამ დღეს დაუნანებლად გამოემშვიდობეთ უსარგებლო ნივთებს, რომლებიც სახლში დაგიგროვდათ. ისინი ხელს გიშლიან წინსვლაში.
29-იდან 3 ნოემბრამდე მზარდი მთვარეა – იდეალური დრო, რათა ფინანსები სათქვენოდ მოიზიდოთ. ახლა შეგიძლიათ გახსნათ დანაზოგი, შექმნათ ანაბარი საპროცენტო სარგებლით, იყიდოთ აქციები ან ობლიგაციები. თუ ცუდად ერკვევით ინვესტიციის საკითხში, პროფესიონალს ჰკითხეთ რჩევა.

 

ვერძი

ამ კვირაში ეცადეთ, ყველა დაწყებული საქმე დაასრულოთ, მომავალში ამისთვის, უბრალოდ, დრო აღარ გექნებათ… თან კარგ შემოსავალსაც მიიღებთ და გუნება გამოგიკეთდებათ. საყვარელი ადამიანი სასიამოვნოდ გაგაოცებთ და მზად იყავით, რომ ანალოგიურად უპასუხოთ.

 

კურო

რამდენიმე ახალი ნაცნობობა ძალზე სასიამოვნო და პროდუქტიული იქნება. ნუ გამოიკეტებით სახლში – უფრო ხშირად შეხვდით მეგობრებს, დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს… სამსახურში არსებობს რისკი, რომ კოლეგებთან უსიამოვნება მოგივიდეთ. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებთ.

 

ტყუპი

ადამიანმა, რომლის იმედიც გქონდათ, შეიძლება მოულოდნელად გიმტყუნოთ, ასე რომ, წინასწარ მოამზადეთ „სათადარიგო ვარიანტი“. ამ პერიოდში ემოციური დაძაბულობა უკიდურესად გაგიმწვავდებათ და ახლობლებზე ნუ გადატეხთ ჯოხს. უმჯობესია, თუ სპორტდარბაზში  ან სარბენ ბილიკზე გახვალთ – ამგვარი განტვირთვა ორგანიზმისთვისაც სასარგებლო იქნება და ნერვებზეც კარგად იმოქმედებს.

 

კირჩხიბი

შეიძლება რაიმე ავანტიურაში ჩაბმის სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ: არ ღირს. პირიქით, ეს პერიოდი კარგია მშვიდად საკეთებელი საქმეებისთვის და მიმდინარე საკითხების გადასაწყვეტად. დიეტაზე თუ ხართ, ღმერთმა გამძლეობა მოგვეთ – ბევრი ცდუნება შეგხვდებათ და ნებისყოფის გამოჩენა მოგიწევთ.

 

ლომი

თუ პერიოდისთვის ჯერ კიდევ არ დაგიგეგმავთ რომანტიკული შეხვედრა, სასწრაფოდ გამოასწორეთ ეს შეცდომა! ეს კვირა სიყვარულში გამოტყდომებისა და თბილი ჩახუტებების ფონზე ჩაივლის. შეიძლება და საჭიროც არის, რომ საკუთარ თავზე, გარეგნობაზე იზრუნოთ, ეს თვითშეფასებას აგიმაღლებთ და საკუთარი თავის რწმენას შეგმატებთ.

 

ქალწული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ პერიოდში გარშემო მყოფების იმედი არ გქონდეთ. ნებისმიერი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ამ კვირაში დაიწყებთ, „ჩავარდნის“ რისკის ქვეშ იქნება. სამაგიეროდ გეგმები, რომლებიც დასვენებას უკავშირდება, გადასარევად განხორციელდება. ყველაზე კარგი ახლა მრავალრიცხოვან კომპანიასთან ერთად დასვენებაა.

 

სასწორი

კვირის დასყისში შესაძლოა სასიამოვნო სიურპრიზმა გაგახაროთ, მაგრამ შემდეგ უფრო მეტი კითხვა გაჩნდება, ვიდრე პასუხს მიიღებთ. შუა კვირაში დაბნეულობა მოგეძალებათ, რაც შეიძლება თქვენს საქმიანობაზეც აისახოს. ხელმძღვანელობა უკმაყოფილო იქნება და მოგიწევთ შეცდომების გასწორება.

 

მორიელი

საკითხი, რომელიც ბოლო პერიოდში ძილს გიფრთხობდათ, წარმატებით გადაიჭრება. სამაგიეროდ შეყვარებულისგან წყენას უნდა ელოდოთ. შესაძლოა მასთან უთანხმოება მოგივიდეთ და ეს ყველაფერი დაშორებითაც დასრულდეს. ეცადეთ, მეტი დაისვენოთ და ნაკლები იფიქროთ საქმეებზე. სამუშაოზე რამდენიმე გამოსასვლელი დღე აიღეთ.

 

მშვილდოსანი

ახლობელი ადამიანების რჩევებს კარგად დაუგდეთ ყური. 28 ოქტომბერს განსაკუთრებით გაფრთხილდით – შესაძლებელია მოგატყუონ. თუ მატერიალური პრობლემები წარმოგეშვებათ, ძალიან ნუ მიიტანთ გულთან და ნუ ჩაიციკლებით ამაზე, უბრალოდ, ფული ხელმომჭირნედ დახარჯეთ, ცოტა ხანს ხელგაშლილობა დაივიწყეთ.

 

თხის რქა

სიზარმაცე ამ კვირაში თქვენი თანამდევი იქნება, ამის გამო შესაძლოა კონფლიქტები სამსახურში და ოჯახშიც. ახლა ხანგრძლივვადიანი გამგზავრება არასასურველია – თუ სადმე აპირებთ წასვლას, მომავლისთვის გადადეთ. ამ პერიოდში თხის რქებისთვის ტრავმის მიღების რისკი იზრდება და ფრთხილად იყავით.

 

მერწყული

იდეალური პერიოდია თვითანალიზისთვის. გადახედეთ თქვენს შეხედულებებს ცხოვრებაზე. შესაძლოა, პატიება უნდა სთხოვოთ მაათ, ვისაც ადრე აწყენინეთ. დიდი შანსია, რამე მნიშვნელოვანი დაგავიწყდეთ, ამიტომ ჩანაწერები გააკეთეთ, რომ ამგვარი ლაფსუსი თავიდან აიცილოთ.

 

თევზები

ფულთან თქვენი ურთიერთობა გაუმჯობესდება – შეძლებთ ხელსაყრელი შენაძენების გაკეთებას, ფულის დაგროვების დაწყებას ან კრედიტის ბოლომდე დაფარვას. ახლობლებთან ურთიერთობა ცოტა გაგიუარესდებათ. ეცადეთ კამათი და ჩხუბი თავიდან აიცილოთ და შესარიგებლად პირველი ნაბიჯი თქვენ გადადგით, რათა კარგი ურთიერთობა აღადგინოთ.

თამთა გურული

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close