მედიცინარას არ გაიგებ/ფაქტებიჯანმრთელობა

როგორ გავიმყაროთ სტრესისადმი მდგრადობა

ნერვული გადაღლა, ძალების გამოცლა, მელანქოლია და დეპრესია – ყველა ეს უბედურება სტრესის შედეგია. მას უძლიერესი ზეგავლენა აქვს ჩვენს ცხოვრებაზე, ჯანმრთელობასა და შრომისუნარიანობაზე. სტრესი ცვლის ჩვენს ცხოვრებისეულ აღქმას: ჩვენ ვბლოკავთ პოზიტივს და გარშემო მხოლოდ უარყოფით მოვლენებს ვხედავთ.

სტრესი სიტუაციის შეცვლაზე ადამიანის ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა. ის გადარჩენის ბუნებრივი ფაქტორია და მისი წინდაწინ თავიდან აცილება შეუძლებელია. ამასთან ერთად, ქრონიკული სტრესი ცხოვრების ხანგრძლივობას ამცირებს და მის ხარისხს უკიდურესად აუარესებს.

საბედნიეროდ, შესაძლებელია ჩვენივე თავს დაძაბული სიტუაციების გადატანა შევუმსუბუქოთ და მეტისმეტი ნერვული დატვირთვისადმი მდგრადობა გამოვიმუშაოთ. თანამედროვე სპეციალისტებმა პირდაპირი კავშირი აღმოაჩინეს დეპრესიულ აშლილობასა და ორგანიზმში ამინომჟავა თიროზინის (Tyrosine) რაოდენობას შორის. ამიტომაც გვირჩევენ, რომ სტრესისადმი მდგრადობის ამაღლება სწორედ ამ ნივთიერებით მოვახდინოთ.

ამინომაჟავა თიროზინი

თიროზინი ბუნებრივი წარმოშობის ამინომჟავაა, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი თვითონ არ გამოიმუშავებს, ჩვენ მისი მიღება მხოლოდ გარედან შეგვიძლია – მცენარეული ან ცხოველური საკვებიდან, აგრეთვე, ბიოდანამატების სახით.

თიროზინი შემდეგ სასიცოცხლო პროცესებზე აგებს პასუხს:

* კარგი განწყობისა და საიმედოობის შეგრძნება

* ინფორმაციის აღქმის ზრდა

* სტრესის, შფოთვისა და ნერვული რყევების შემდგომი აღდგენა

* ტვინის აქტივობის, ყურადღებისა და კონცენტრაციის ზრდა

* ცილის სინთეზში დახმარება

* ფარისებრი ჯირკვლისა და თირკმელზედა ჯირკვლების ნორმალური მუშაობა

* ძალების აღდგენა და ფიზიკური გამძლეობის ამაღლება

* ნივთიერებათა ცვლის გაძლიერება

* მადის დაქვეითება და ტკბილეულობისადმი მოთხოვნილების შესუსტება

* მოწამვლის შედეგების ნაწილობრივი აღმოფხვრა

თანამედროვე მედიცინა გვთავაზობს არცთუ მთლად ტრადიციულ, მაგრამ მარტივ და ხელმისაწვდომ ხერხს, რათა ორგანიზმში ეს ფუნქციები ნორმალურად მიმდინარეობდეს. დეპრესიის, ქრონიკული დაღლილობის, ზედმეტი წონის მოსაშორებლად უნდა მიირთვათ  პროდუქტები თიროზინის მაღალი შემცველობით.

თიროზინი კვების პროდუქტებში

სიაში თიროზინის შემცველობა მოცემულია 100 გ პროდუქტში:

  • სოიის პროტეინი (იზოლიატი) – 3,2 გ
  • სპირულინის ფხვნილი – 2,6 გ
  • პარმეზანი – 2,0 გ
  • სიგა (თევზი) – 1,74 გ
  • შვეიცარიული ყველი – 1,7 გ
  • ყველი: ედამი, გაუდა, პროვოლონე – 1,5 გ
  • სოიის მარცვლები – 1,5 გ
  • ღორისა და ძროხის ხორცი – 1,2 გ
  • ორაგული, ქათმის ხორცი, გოგრის თესლი – 1,1 გ
  • მოუხალავი არაქისი – 1 გ

უმნიშვნელო რაოდენობით თიროზინს შეიცავს ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული, მწვანილი, თხილეული და ცომეული. შეიტანეთ ზემოჩამოთვლილი პროდუქტები თქვენს რაციონში და არ დაგჭირდებათ არც ანტიდეპრესანტები და არც სხვა მედიკამენტები. გაუმკლავდით სტრესს და მიიღეთ სიამოვნება ყოველი ახალი დღისგან!

მოამზადა თამარ ქავჟარაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close