fbpx
მსოფლიოnewsსაზოგადოება

პოლონეთში ლგბტ თემის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა

პოლონეთში ლგბტ თემის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. ინციდენტი ქალაქ ლუბლინში მოხდა.

მომხდარის მიზეზი ქალაქში დაგეგმილი მსვლელობა გახდა, რომელშიც ლგბტ თემის წარმომადგენლებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა. მათ წინააღმდეგ ქუჩებში მოქალაქეთა ნაწილმა ალტერნატიული მიტინგი მოაწყო. ამ აქციის მონაწილეებმა ლგბტ თემის მომხრეთა მიმართულებით კვერცხები ისროლეს.

პოლიციას დაპირისპირებული მოქალაქეების წყლის ჭავლის გამოყენებით განცალკევება მოუხდა. დაკავებულია 10-ზე მეტი ადამიანი.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close