აშშ-ში გულძმარვის წამალი სიმსივნის რისკის გამო აღარ გაიყიდება
ამერიკული საცალო მოვაჭრე CVS უკანასკნელია, რომელმაც გულძმარვის საწინააღმდეგო წამლის – ZANTAC-ის გაყიდვა შეაჩერა. ამის მიზეზი კი მედიკამენტსა და კიბოს გამოწვევას შორის შესაძლო კავშირზე დაწყებული გამოძიება გახდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
Zantac-ის გაყიდვის აკრძალვაზე განცხადება კანადამ და საფრანგეთმაც გააკეთეს. მედიკამენტსა და კიბოს განვითარების რისკს შორის კავშირს აშშ-სა და ევროკავშირში იძიებენ. ჯანდაცვის სისტემის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ამ ორს შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს, თუმცა ისინი პაციენტებს მოუწოდებენ, რანიტიდინის შემცველი ალტერნატიული წამლების შესახებ ექიმთან კონსულტაცია გაიარონ.
13 სექტემბერს აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) და მედიკამენტების ევროპულმა სააგენტომ (EMA) გამოაქვეყნეს გადაწყვეტილებები, რომლებითაც მოითხოვენ რანიტიდინის შემცველ მედიკამენტებში დიმეთილნიტროზამინის (NDMA) არსებობა შემოწმდეს.
NDMA აღმოჩენილია წყალში, საკვებში, მათ შორის, ხორცსა და ბოსტნეულში, თუმცა ვარაუდობენ, რომ ძალიან მცირე ოდენობით მისი მიღება ზიანს არ იწვევს.
რანიტიდინის შემცველი პროდუქტები გამოიყენება კუჭის წვენის მჟავის გამოყოფის შესამცირებლად იმ პაციენტებში, რომლებსაც გულძმარვა და კუჭის წყლული აწუხებთ.
წყარო: imedinews.ge
კომენტარები