საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში 3 თვის ბავშვი როტვეილერმა დაგლიჯა – დედას პატიმრობა ელის

ბერძნული მედიის ცნობით, 3 თვის გოგონა სახლში როტვეილერის ჯიშის ძაღლმა დაგლიჯა. შემთხვევა საბერძნეთის დედაქალაქ ათენის ჩრდილო-აღმოსავლეთ გარეუბანში, გლიკა ნერაში მოხდა.

ჩვილი დედამ საავადმყოფოში თავად წაიყვანა, თუმცა ექიმებმა მომაკვდავი ბავშვის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

დაუდევრობისა და ჩვილის საფრთხეში ჩაგდების ბრალდებით, 35 წლის დედას პატიმრობა ემუქრება.

თვითმხილველი მეზობლების თქმით, მათ სახლის აივანზე როტვეილერი შენიშნეს, რომელიც ცოტა ხანში უკან, სახლში შებრუნდა, ჩვილი აივანზე გამოათრია და იქვე დაგლიჯა. მათ ყვირილი ატეხეს, რის შემდეგაც აივანზე დედა გამოვიდა და ძაღლს ბავშვი გასმოტაცა. მან ჩვილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, თუმცა ექიმების ჩარევა უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close