მსოფლიოტექნოლოგიები

ფეისბუქი სმარტ სათვალის შექმნაზე მუშაობს

FACEBOOK REALTY LABS-ი გაფართოებული რეალობის სათვალის დამზადებას გეგმავს. პროექტი იმდენად რთულია, რომ ფეისბუქმა მისი წარმატებით დასრულებისათვის კომპანია LUXOTICCA-სთან თანამშრომლობა გადაწყვიტა. იტალიური კომპანია ცნობილია ისეთი ბრენდების წარმოებით, როგორიცაა RAY-BAN და OALKEY.

AR სათვალე, რომლის შექმნაზეც ფეისბუქი მუშაობს, Orion-ის სახელწოდებითაა ცნობილი. სათვალემ მომავალში შესაძლებელია სმარტფონი ჩაანაცვლოს. მის მფლობელს შესაძლებლობა ექნება მიიღოს სატელეფონო ზარები, მცირე ზომის დისპლეის საშუალებით გადახედოს სხვადასხვა ინფორმაციას და ჩაწეროს ვიდეო. Orion-ი მარკ ცუკერბერგის პრიორიტეტული პროექტია და ფეისბუქის დამფუძნებელი უშუალოდ არის ჩართული მის განხორციელებაში.

მთავარი სირთულე, რომლის გადალახვა პროექტზე მომუშავე ინჟინრებს მოუწევთ, ხელსაწყოს ისეთ ოპტიმალურ ზომამდე დაყვანაა, რომ მომხმარებელმა მისი გამოყენება ეფექტურად შეძლოს. აღსანიშნავია, რომ Luxottica-ს უკვე აქვს AR სათვალის შექმნის გარკვეული გამოცდილება, რის გამოც ფეისბუქმა სწორედ იტალიურ კომპანიასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა. Orion-ის შეძენას მომხმარებელი დაახლოებით 5-6 წლის შემდეგ შეძლებს.

popx.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close