fbpx
newsეკონომიკაიტალია

ევროკავშირის ექსპერტები: იტალიის მშპ-ის ზრდა 2019 წელს ნულოვანი იქნება

2020 წელს იტალიის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 0,4%-ით გაიზრდება, 2019 წელს კი მშპ-ის ზრდა თითქმის ნულოვანი იქნება,- ასეთია ევროკავშირის ურთიერთქმედებისა და განვითარების ორგანიზაციის ექსპერტთა პროგნოზი. ამის შესახებ დღეს, 19 სექტემბერს საინფორმაციო სააგენტო  ANSA იუწყება.

2019 წელს, ექსპერტთა შეფასებით, მსოფლიო ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 2,9% იქნება, 2020 წელს კი – 3%.

რაც შეეხება ევროზონის ეკონომიკას, ის 2019 წელს 1%-ით გაიზრდება, ხოლო 2020 წელს – 1,1%-ით. მაისში ექსპერტები ცოტა განსხვავებულ პროგნოზს აკეთებდნენ: 2019 წელს ევროზონის ეკონომიკის 1,1%-იან, 2020 წელს კი – 1,5%-იან ზრდას ვარაუდობდნენ.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close