fbpx
იტალიაპოლიტიკა

მატეო სალვინის კონსტიტუციის შეცვლა უნდა

პარტია „ლიგის“ ლიდერი მატეო სალვინი გამოდის წინადადებით, ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანონ, –  ამის თაობაზე SKY იუწყება.

საუბარია ერთ-ერთ მუხლზე, რომელიც უშვებს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების გარეშე.

სწორედ ასეთი სცენარი განვითარდა მიმდინარე წლის სექტემბერში, როდესაც მატეო სალვინის ინიციატივით სამთავრობო კოალიცია დაიშალა და ლიბერალებმა და პოპულისტებმა (ნიკოლა ძინგარეტის დემოკრატიულმა პარტიამ და ლუიჯი დი მაიოს „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“), რომლებსაც მოქმედ პარლამენტში ერთად 50%-ზე ცოტა მეტი მანდატი აქვთ, ახალი სამთავრობო კოალიცია შექმნეს. სოციოლოგების მონაცემებით, რეალურად, მათ ამჟამად ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 40% უჭერს მხარს.

თუ კონსტიტუცია ასეთ „თაღლითობას“ უშვებს, ეს ნიშნავს, რომ მასში „რაღაც უნდა შეიცვალოს“, – აღნიშნა სალვინიმ.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close