დღის თემაპოლიტიკაnewsსაქართველო
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, პრემიერ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ნდობა გამოუცხადა
საქართველოს მთავრობის განახლებულმა კაბინეტმა 98 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“.
მთავრობის შემადგენლობა:
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი
მაია ცქიტიშვილი – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
ნათელა თურნავა – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
დავით ზალკალიანი – საგარეო საქმეთა მინისტრი
ივანე მაჭავარიანი – ფინანსთა მინისტრი
მიხეილ ბატიაშვილი – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ლევან დავითაშვილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ეკატერინე ტიკარაძე – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი – თავდაცვის მინისტრი
თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი
ქეთევან ციხელაშვილი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.
წყარო: 1tv.ge
კომენტარები