მსოფლიოსაზოგადოებასაქართველოსპორტი

რუსმა ტანმოვარჯიშემ სპორტული მოქალაქეობა შეიცვალა და საქართველოს სახელით იასპარეზებს

რუსი ტანმოვარჯიშე მარია ხარენკოვა სპორტულ მოქალაქეობას იცვლის და ამიერიდან იგი საქართველოს სახელით იასპარეზებს, საქართველოს ნაკრების შემადგელობაში. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო სააგენტო ТАСС-ი იუწყება, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

20 წლის ხარენკოვამ სხვა ეროვნულ ნაკრებში გადასვლის უფლება ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.

ხარენკოვა 2014 წელს გამართული მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორია გუნდურ შეჯიბრებაში, მიღებული აქვს ბრინჯაოს მედალი, ასევე არის ევროპის ჩემპიონი (2014 წ).

ტანვარჯიშის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარე წლის 4-13 ოქტომბერს გერმანიაში გაიმართება.

ghn.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close