fbpx
კრიმინალიმსოფლიოკულტურასაზოგადოება

რობერტ დე ნირო ყოფილ თანამშრომელს 6 მილიონ აშშ დოლარს ედავება და სასამართლოში უჩივის

რობერტ დე ნიროს კომპანიამ CANAL PRODUCTIONS-მა ყოფილ თანამშრომელს ჩეის რობინსონს სასამართლოში უჩივლა. მას ყოფილი დამსაქმებელი 6 მილიონ აშშ დოლარს ედავება.

ჩეის რობინსონი Canal Productions-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ფინანსების და პროდაქშენის საქმეებში, ბრალდებულია ფულის გაფლანგვაში და სამუშაო საათებში სატელევიზიო შოუების ყურებაში.

PEOPLE–ის მიერ მოპოვებული სასამართლო დოკუმენტების თანახმად, რობინსონმა რამდენიმე ათასი დოლარი პირადი ხარჯებისთვის გამოიყენა და American Express-ის ბარათიდან გახარჯა, აგრეთვე, ყალბი დოკუმენტაცია შეადგინა.

საჩივარში ნათქვამია, რომ რობინსონმა გააყალბა ხარჯები, რათა გადაეხადა ძვირადღირებული რესტორნების და სასტუმროების ჩეკები.

როგორც საჩივარშია ნათქვამი, რობინსომა სამუშაო საათებში Netflix-ზე შოუების ყურებაში „ასტრონომიული რაოდენობის დრო“ გაფლანგა. 4-დღიან პერიოდში მან „მეგობრების“ 55 ეპიზოდის ნახვაც კი მოასწრო.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close