იტალიაკრიმინალიმიგრაციასაზოგადოება

ქართველი ქალი, რომლის გადმოსასვენებლადაც ემიგრანტები ფულს აგროვებდნენ, ცოცხალი აღმოჩნდა (ვიდეო)

„პრაიმტაიმმა“ გამოაქვეყნა  სტატია სათაურით: „ემიგრანტები თაღილითობის შესახებ გვაფრთხილებენ! – სანამ ვინმეს დაეხმარებით, კარგად გადაამოწმეთ“.

გამოცემამ გაარკვია, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია იტალიაში გულის შეტევით გარდაცვლილი ახალგაზრდა ქართველი შესახებ სიცრუეა – ემიგრანტი ქალი თამუნა ბაზერაშვილი სინამდვილეში ცოცხალია.

„მოტივი არ ვიცი, რატომ დაწერა ვინმე ნოე ჯიბლაძემ ჩემს შესახებ, რომ გარდავიცვალე. რა მიზნით ამომირჩიეს მაინცდამაინც მე, არ ვიცი, ეჭვიც კი არავისზე მაქვს. მეგობარმა გამომიგზავნა ჯიბლაძის პოსტის ფოტო. ვუყურებდი და ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა.

ბევრი მცდელობის მიუხედავად, ნოე ჯიბლაძე, რომელმაც ჩემს გარდაცვალებაზე დაწერა, სოციალურ ქსელში აღარ იძებნება.

ამის შემდეგ ემიგრანტების დახურულ ჯგუფში დავწერე, რომ კარგად ვარ და ცოცხალი ვარ. იგივე სოციალურ ქსელში ჩემს კედელზე დავწერე.

ახლა ველოდები დამნაშავის დაკავებას. იმედი მაქვს, დაზარალებული ემიგრანტები დროულად მიმართავენ პოლიციას და ჩვენ ორივე მხარე დავადგენთ, ვინ არის ის თაღლითი, რომელმაც ჩემი გარდაცვალებისთვის ხალხს ფული გადაარიცხინა“, – აცხადებს თამუნა ბაზერაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბარში.

ეს ისტორია ისევ ბურუსით იქნებოდა მოცული, რომ არა ისევ ერთი ემიგრანტი, რომელსაც გოგონას „გარდაცვალების“ გამო, სატელეფონო ზარით, ფულადი დახმარება სთხოვეს. მან კი თავის ნაცნობი ემიგრანტები გააერთიანა და არც თუ ისე ცოტა თანხა შეგროვდა. ანა გიორგაძე უკვე 7 წელია იტალიაში ემიგრანტია, თითქმის ყველა იქ მცხოვრებ ქართველს იცნობს, ახლად ჩასულებს ხშირად ეხმარება. ამბობს, რომ ინფორმაცია თაღლითური სქემის შესახებ სასწრაფოდ გასავრცელებელია, რომლის საშუალებითაც ის და კიდევ 5 ქართველი ემიგრანტი ქალი მატერიალურად დაზარალდნენ.

მალევე „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტი ბაზერაშვილს დაუკავშირდა და მას ვიდეო მიმართვის ჩაწერა სთხოვა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close