მოდა/სილამაზემსოფლიოსაზოგადოება

მეგან მარკლი VOGUE-ის სექტემბრის ნომრის რედაქტორია და ტანსაცმლის საკუთარ ხაზსაც უშვებს

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი თავის დიზაინერ მეგობართან, მიშა ნონუსთან ერთად სექტემბრიდან ტანსაცმლის საკუთარი ხაზის გამოშვებას დაიწყებს.

2016 წლის ივლისში მეგანი და პრინცი ჰარი ერთმანეთს ლონდონში სწორედ საერთო მეგობარმა, ტანსაცმლის დიზაინერმა მიშა ნონუმ გააცნო, რომელმაც წყვილს „ბრმა პაემანი“ მოუწყო.

მეგან მარკლის ტანსაცმლის ხაზი იქნება საქველმოქმედო კოლექცია და თითოეული გაყიდული მოდელის ერთი ეგზემპლარი Smart Works-ს გადაეცემა, რომელიც ქალებს სამუშაოს მოძიებაში ეხმარება და ტანსაცმლით უზრუნველყოფს.

გამოცემა JUST JARED-ი წერს, რომ მეგანმა პარტნიორობა შესთავაზა, აგრეთვე, მოდის ბრენდებს – Marks & Spencer-ს, John Lewis & Partners-ს და Jigsaw-ს.

„Smart Work-ში ყოველთვის არ არის შესაბამისი ზომის, სტილის სამოსი და ქალებს არჩევანის გაკეთება უჭირთ. მინდა, რომ ორგანიზაციისთვის კლასიკური სტილის ტანსაცმლის კოლექცია შევქმნა“, – აღნიშნა British Vogue-თან ინტერვიუში მეგან მარკლმა.

სასექსის ჰერცოგინია ბრიტანული Vogue-ის სექტემბრის ნომრის მიწვეული რედაქტორია, რომელიც ქალთა გაძლიერებას ეძღვნება. მან მოდის პრესტიჟული ჟურნალის ყდაზე 15 ქალის პორტრეტი გაიტანა. ჟურნალის სექტემბრის ნომერში იბეჭდება თავად მეგანის ინტერვიუც აშშ-ის ყოფილ პირველ ლედისთან, მიშელ ობამასთან.

მანანა ბანძელაძე

ვიდეო: მეგანი დიზაინერის ამპლუაში

მსგავს თემაზე: ბრიტანელი პრინცი ჰარი და ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლი დაქორწინდნენ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close