პარიზში იტალიელი პრინცის სახლი გაძარცვეს
პარიზში ვენეციის პრინცის, იტალიის ბოლო მეფის – უმბერტო II სავოიელის შვილიშვილის, ემანუელე ფილიბერტო დი სავოიას ბინა გაქურდეს. ინფორმაციას LE PARISIEN-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მძარცველებმა პრინცის სახლიდან, რომელიც პარიზის XV რაიონში (arrondissement) მდებარეობს, ძვირფასი საიუველირო ნაკეთობები წაიღეს, რომელთა ღირებულებაც ნახევარ მილიონ ევროს აღწევს.
სახლში მძარცველები მაშინ შევიდნენ, როცა პრინცი და მისი ცოლი, ფრანგი მსახიობი კლოტილდა კურო სახლში არ იყვნენ. ოჯახთან დაახლოებული პირის ცნობით, მძარცველებს ძვირფასი ნაკეთობების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჰქონდათ, რადგან მათ მხოლოდ ყველაზე ძვირადღირებული სამკაულები წაიღეს.
47 წლის იტალიელი პრინცი Emanuele Filiberto Umberto Reza Ciro René Maria di Savoia სავოიის ჰერცოგის და საფრანგეთის მეფის, ანრი მეორის შთამომავალია. იგი იტალიის სამეფო ოჯახის ერთადერთი ვაჟიშვილია. 50 წლის ფრანგი მსახიობი კლოტილდ კურო მას 2003 წელს გაჰყვა ცოლად. ისინი რომში დაქორწინდნენ. წყვილს 2 ქალიშვილი ჰყავს – ლუიზა და ვიტორია.
კომენტარები