მსოფლიოქართველები უცხოეთშიხელოვნებასაქართველო

რუსულ DISNEY-ს ქართველი უხელმძღვანელებს

რუსეთში „უოლტ დისნეის“ გენერალური დირექტორი კახა აბაშიძე გახდა – ამის შესახებ კომპანიის პრესცენტრმა განაცხადა. კახა აბაშიძე შეითავსებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების, დსთ-ს და ასევე რუსეთის DISNEY-ს ხელმძღვანელის პოსტებს.

რო­გორც Disney-ს ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზეა აღ­ნიშ­ნუ­ლი, აბა­ში­ძემ კომპანიაში მუშაობა 2008 წელს დაიწყო და არაერთ მაღალ თანამდებობას იკავებდა. იგი კურირებდა კომპანიის საქმიანობას ევროპაში, შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში. 2014 წლიდან კახა აბაშიძე Disney-ს მედიადისტრიბუციის განვითარებაზე საბერძნეთში, იტალიასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც მუშაობდა.

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა კახა აბა­ში­ძემ ჯერ სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ი­ღო – იგი სამართლის სპეციალისტია. აქვს, ასე­ვე, ჟურ­ნა­ლის­ტის დიპ­ლო­მიც; მოგვიანებით კი ლონდონის უნივერსიტეტში საერთაშორისო მენეჯმენტს დაეუფლა.

ცნობისთვის, კახა აბაშიძე ლონდონში მოღვაწე ცნობილი პრიმაბალერინას, ელენე გლურჯიძის მეუღლეა. ქართველი ბალერინა ინგლისის ნაციონალურ ბალეტს 2002 წლიდან შეუერთდდა და 2007 წლიდან პრიმა ბალერინა გახდა. ელენე ახლა 45 წლისაა. წყვილს ერთი შვილი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ ელენე გლურჯიძე ლაგერფილდის მუზა იყო. 2009 წელს, ნაციონალური ბალეტის საიუბილეო წლისთვის, კარლ ლაგერფელდმა სწორედ ელენესთვის შექმნა „მომაკვდავი გედის“ ექსკლუზიური და მართლაც განუმეორებელი კაბა, რომელშიც ცეკვის უფლება მხოლოდ ქართველ ბალერინას აქვს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close