საზოგადოებასაქართველო
ილია მეორე: „თუ ჩვენ ვიქნებით მახარობლები, სხვებიც სიხარულს მოგვიტანენ“
„მინდა, მოგცეთ ლოცვა-კურთხევა მთელ საქართველოს, რომ ყოველი ჩვენთაგანი იყოს სიხარულის მაუწყებელი, იყოს მახარობელი“, – განაცხადა დღეს საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში ქადაგებისას
პატრიარქმა წმინდა სინოდის წევრებთან ერთად სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა და მრევლს სვეტიცხოვლობა მიულოცა.
„მე მინდა, მოგცეთ ლოცვა-კურთხევა მთელ საქართველოს, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს სიხარულის მაუწყებელი, ცუდი სიტყვა კი არ მიაგოს ადამიანს, არამედ სასიხარულო ამბავი უთხრას. ასე რომ, ეს არის ლოცვა-კურთხევა თქვენთვის. ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ სვეტიცხოვლობას. არ დაგავიწყდეთ ეს დავალება, ეს დავალება მოგიტანთ თქვენ დიდ სიხარულს. ჩვენ თუ ვიქნებით მახარობლები, სხვებიც სიხარულს მოგვიტანენ“, – აღნიშნა პატრიარქმა.
კომენტარები