საიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები

საბერძნეთის მოქალაქეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტები (ახალი კანონის განმარტებითი აქტის თანახმად)

გამოვიდა მოქალაქეობის კანონის განმარტებითი აქტი, რომელიც ეხება კონკრეტულად საბერძნეთის მოქალქეობის მიღებას ნატურალიზაციის გზით.

როგორც წინა კანონის შემთხვევაში, ახლაც, მოქალაქეობის მიღების პროცედურა იყოფა ორ ძირითად – 1. ფორმალურ და 2. არსებით – ნაწილად. მნიშვნელოვანი ცვლილებებია როგორც ერთ, ისე მეორე საკითხში. ამ შემთხვევაში შევეხები მხოლოდ ფორმალურ მხარეს, რომელიც მოიცავს საჭირო დოკუმენტაციის სრულ სიას. შესაბამისად, იმისათვის, რომ განცხადება შეიტანოთ საბერძნეთის მოქალაქეობის მისაღებად, საჭირო იქნება:

1. განაცხადი მოქალაქეობაზე.

განაცხადის შეტანა ხდება 2 ბერძენ მოწმესთან ერთად.

2. განცხადება მოქალაქეობის მიღების შესახებ.

ეს არის საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტი (დაახლ. 12 გვერდი), რომელსაც ავსებს თქვენი ადვოკატი და მოიცავს სრულ ინფორმაციას თქვენ შესახებ. ამ დოკუმენტის სწორად შევსება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან მასში მნიშვნელოვანი ინფორმაციის არასწორად მოყვანამ შეიძლება გამოიწვიოს მოქალაქეობის მიღების შეფერხება ან, უფრო უარესი, უკვე მიღებული მოქალაქეობის გაუქმება.

განცხადებას თან უნდა ერთვოდეს განმცხადებლის ფოტოსურათი.

3. პასპორტის ასლი.

4. ბინადრობის უფლების ასლი.

5. დაბადების მოწმობა (საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში დაბადების მოწმობა საჭიროა იყოს აპოსტილის ბეჭდით დამოწმებული და თარგმნილი ოფციალურად საბერძნეთში. საქართველოში ნათარგმნი დაბადების მოწმობა არ მიიღება მოქალქეობაზე საბუთების ჩაბარების დროს და, ამგვარად, უმჯობესია, ზედმეტი ხარჯების თავიდან აცილების მიზნით, იუსტიციის სახლში განუმარტოთ, რომ გესჭიროებათ მხოლოდ დაბადების მოწმობა და მისი აპოსტილის ბეჭდით დამოწმება.

6. ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციები (Εκκαθαριστικά σημειώματα). ახალი კანონით, განმცხადებელს უკვე კონკრეტულად მოეთხოვება ასეთი საბუთების წარდგენა და ამის გარეშე უკვე განცხადების შეტანა აღარ არის შესაძლებელი.

7. სოციალური დაზღვევის სარეგიტრაციო ნომერი (Α.Μ.Κ.Α.).

8. მოსაკრებელი – 550 ევრო.

პაატა სიმსივე, ადვოკატი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close