fbpx
მოდა/სილამაზეჯანმრთელობა

როგორ უნდა დავლიოთ წყალი გასახდომად

ამერიკას არ აღმოვაჩენთ, თუ ვიტყვით, რომ წყლის სწორი მიღების რეჟიმი ჰარმონიული ფიგურისა და მთლიანი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირების გარანტია. დიახ, სწორედ რომ წყალი გვეხმარება ჭარბი წონის მოცილებაში, მაშინ როდესაც დიეტების უმრავლესობა უსარგებლოა, მაგრამ თუ ყველაფერი ასეთი  მარტივია, რატომ ჰყავს ამ მეთოდს მოწინააღმდეგეები? იმიტომ, რომ უმეტესობამ არ იცის, სწორად როგორ უნდა მივიღოთ წყალი გასახდომად.

ამისთვის სულაც არაა აუცილებელი 2-2.5 ლ სითხე მივიღოთ დღეში. იმის ცოდნაც საკმარისია, თუ რა ინგრედიენტები უნდა დავუმატოთ ჭიქაში, რომ ზედმეტი კილოგრამები მოვიცილოთ.

თაფლი

ეს საკმაოდ კალორიული პროდუქტი გახდომის უამრავ პროგრამაში გვხვდება. ის ამდიდრებს უჯრედებს ანტიოქსიდანტებით, დიდი ხნით ანაყრებს ადამიანს, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას და წიდები გამოაქვს ორგანიზმიდან. რა უნდა ვიცოდეთ? უბრალოდ, დაუმატეთ 1 ჩ/კ თაფლი ოთახის ტემპერატურის წყალს და ყოველ დილით, უზმოზე მიირთვით.

ვაშლის ძმარი

ვაშლის ძმრიანი წყალი ამცირებს მიღებული პროდუქტების კალორიულობას, ებრძვის შიმშილის გრძნობას, აწესრიგებს გლუკოზის დონეს. მთავარია, არ გადააჭარბოთ და ზომიერად მოიხმაროთ.

 

პიტნა

იცით თუ არა, რომ პიტნიანი წყალი გახდომაში გვეხმარება? აადუღეთ 3 ჭიქა წყალი, დაუმატეთ პიტნის რამდენიმე ტოტი და 15 წთ დააყენეთ. მიიღეთ დღეში სამჯერ თითო ჭიქა მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად.

 

ლიმონი

ჩაწურეთ ნახევარი ლიმონი 1 ჭიქა თბილ წყალში და დალიეთ საუზმემდე 45 წთ-ით ადრე. თუ ამას 2 კვირის განმავლობაში გაიმეორებთ, 2 კგ-ს დაიკლებთ.

 

კოჭა

გაწმინდეთ 20 გ კოჭა, დაასხით ცივი წყალი და 20 წთ-ის განმავლობაში წყლის აბაზანაზე შეათბეთ. 24 სთ-ის შემდეგ თითო ჩაის კოვზი ნაყენი დაუმატეთ წყალს ან ნებისმიერ წვენს, რომელსაც დღის განმავლობაში მიიღებთ.

მოამზადა კირა კარიაულმა

კომენტარები

თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close