სამზარეულო

ცივი წვნიანი – ტარატორი

ტარატორი ცივი წვნიანია, რომელიც ძალზე პოპულარულია ცხელ სეზონზე ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში. იგი მეორე კერძების წინ შემოაქვთ და მისი ძირითადი კომპონენტებია: მაწონი, კიტრი, ნიორი, კაკალი, კამა, ზეითუნის ზეთი, მარილი, სანელებლები. შეიძლება დაემატოს ყინული. ზოგჯერ კიტრს ანაცვლებენ მწვანე სალათით.

ბულგარეთში ტარატორის სანელებლების დაფასოებული ნაკრები იყიდება.

სხვადასხვა ვარიაციით ეს კერძი პოპულარულია მეზობელ ქვეყნებშიც – თურქეთსა და ალბანეთში. მსგავსი შემადგენლობა აქვს ბერძნულ სოუს ძაძიკსაც.

ორიგინალური ტარტარი მაწვნით კეთდება, თუმცა ის შეიძლება ნატურალური იოგურთით ან კეფირით ჩანაცვლდეს, ამ შემთხვევაში მას სიმჟავის მისაცემად ვაშლის ძმრის ან ლიმონის წვენის დამატება დასჭირდება.

საჭიროა: 1 ლ მაწონი, 100 გ არაჟანი, 5 კიტრი, 3 კბილი ნიორი, 1 კონა კამა, 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, 150 გ კაკალი, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.

მომზადება: ბლენდერში მოათავსეთ 1 ცალი დაჭრილი კიტრი, კამა, ზეთი, მარილი, პილპილი, დაჭყლეტილი ნიორი, მაწონი და არაჟანი. ათქვიფეთ. გადმოიღეთ ჯამზე. დარჩენილი კიტრი წვრილად დაჭერით და ჩაყარეთ ამ მასაში. წვნიანი შეგიძლიათ ანადუღარი ცივი წყლით განაზავოთ საჭირო კონსისტენციამდე.

კერძი რამდენიმე საათით მაცივარში მოათავსეთ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close