პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

აქციის დარბევისას დაშავებული 31 წლის ფლო­რის­ტი და­ვით ფარადაშვილი კომიდან გა­მო­ვი­და

31 წლის ფლორისტი და­ვით ფა­რა­დაშ­ვი­ლი აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის ღა­მეს უმძიმესი დაზიანებებით შეიყვანეს კლინიკაში და ამ დრომ­დე მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი კომიდან გამოვიდა.

ახალგაზრდა მამაკაცს პლასტმას-კაუჩუკის ტყვია სა­ფეთ­ქელ­თან მოხ­ვდა, რა­მაც თავის ტვინის მძი­მე დაზიანება გამოიწვია. მას რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, რომლებშიც ისრაელიდან და თურ­ქე­თი­დან ჩამოსული ექიმებიც მონაწილეობდნენ.

ამჟამად რე­გი­ო­ნულ ჰოს­პი­ტალში დავით ფარადაშვილის გარდა კიდევ 2 პა­ცი­ენ­ტი რჩება. ერთ-ერთი მათგანის, ასაკოვანი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.

მაკო გომური, რომელმაც 20 ივნისის აქციაზე თვალი დაკარგა, სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა: „წავედით მე და ჩემი თვალუკა ევროპაში და დაგიბრუნდებით კარგი ამბებით“, – წერს მაკო ფეისბუქში.

ნინო ხოშტარია

მსგავს თემაზე: 18 წლის გოგონამ, რომელმაც რეზინის ტყვიის გამო თვალი დაკარგა, საავადმყოფო დატოვა (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close