რას არ გაიგებ/ფაქტები

ინდოეთში ილეთის შესრულებისას გაუჩინარებული ილუზიონისტის ცხედარი იპოვეს

ინდოეთში ჰარი ჰუდინის ცნობილი ილეთის შესრულებისას გაუჩინარებული ილუზიონისტის ცხედარი იპოვეს.

ჩანჩალ ლაირის, რომელიც მდინარეში ხელფეხშეკრული ჩაუშვეს, ჯაჭვებისგან თავი უნდა დაეღწია და უსაფრთხოდ გამოეცურა, თუმცა ილუზიონისტი გაუჩინარდა, რის შესახებაც ადგილზე შეკრებილმა მაყურებლებმა პოლიციას აცნობეს.

ადგილობრივი ტელეარხის, NDTV-ის ცნობით, ილუზიონისტს სხეულზე ჯაჭვები და თოკები ჰქონდა შემოხვეული, რომლებითაც ხელ-ფეხი ილეთის შესრულების წინ შეუკრეს.

მომხდართან დაკავშირებით პოლიცია გამოძიებას აწარმოებს. სამართალდამცველები არკვევენ, ჰქონდა თუ არა 40 წლის ილუზიონისტს ასეთი ილეთის ჩასატარებლად აუცილებელი ლიცენზია, ვინ გასცა ეს ლიცენზია და როგორ ემზადებოდა ლაირი ამ წარმოდგენისთვის.

როგორც ირკვევა, ჩანჩალ ლაირი ჰარი ჰუდინის ამ ცნობილი ილეთის შესრულებას აქამდეც ცდილობდა. 2013 წელს მან ილეთის შესრულება სცადა, თუმცა მაყურებლებმა შეამჩინეს, რომ ყუთს, საიდანაც ხელფეხშეკრულ ილუზიონისტს თავი უნდა დაეღწია, ფარული გასასვლელი ჰქონდა და ლაირის სტვენა დაუწყეს. მაშინ ილუზიონისტმა პირობა დადო, რომ ილეთს კიდევ უფრო გაართულებდა და მას უფრო სანახაობრივს გახდიდა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close