მოგზაურობამსოფლიო

ბერლინის მთავრობა ბინის ქირის ზედა ზღვარს აწესებს

ბერლინის მემარცხენე მთავრობამ ქალაქის მასშტაბით ბინების გაქირავების საფასურის ზედა ზღვრის დაწესების გეგმა დაამტკიცა, რომელიც მომდევნო 5 წლის განმავლობაში იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბოლო ათი წლის განმავლობაში ბერლინში ბინის ქირის ფასი თითქმის გაორმაგდა, მთავრობის ახალი გეგმის მიზანი კი ის არის, რომ საცხოვრებელი ფართები ხელმისაწვდომი იყოს. ამასთან, ეს გეგმა არ შეეხება სოციალურ საცხოვრისებში ბინების ქირაობას.

გეგმა ბერლინის მასშტაბით 1.4 მილიონ უძრავ ქონებას შეეხება და ის კანონის სახით მომავალი წლის იანვრიდან ამოქმედდება. დღეისათვის გერმანიის დედაქალაქში ბინის ქირა თვეში საშუალოდ 1100 ევროა, თუმცა ამ მაჩვენებლით ბერლინი ევროპაში მაინც ყველაზე იაფ ქალაქად ითვლება.

ბერლინის მთავრობის ამ გეგმას უარყოფითად აფასებენ დეველოპერები და უძრავი ქონების სექტორის წარმომადგენლები. მათი განცხადებით, ასეთი ზედა ზღვრის დაწესება ბინების მფლობელებს გაქირავების სურვილს დაუკარგავს.

გეგმის მიხედვით, ბინის ქირის მაქსიმალური ზღვარი ფიქსირებული იქნება მთელი ქალაქის მასშტაბით და მოიჯარეებს უფლება ექნებათ სასამართლოს მიმართონ, თუ მათთვის დაწესებული ქირის ოდენობა ამ ზღვარს გადააჭარბებს. ამასთან, საცხოვრებლის მფლობელები, რომლებიც კანონს დაარღვევენ, 500 ათასი ევროთი დაჯარიმდებიან. ქირის ზედა ზღვრული ნორმა არ შეეხება ახლად აშენებულ ბინებს. რაც შეეხება იმას, თუ რამდენი იქნება ქირის ზედა ზღვრის მაჩვენებელი, ჯერჯერობით უცნობია.

ევროპაში ბინის ქირის მხრივ ყველაზე ძვირი ქალაქია ლონდონი, სადაც ბინის დაქირავება საშუალოდ 1760 ევრო ჯდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close