12 პროდუქტი დიაბეტის პროფილაქტიკისთვის
არსებობს პროდუქტები, რომლებსაც აუცილებლად უნდა შეიცავდეს იმ ადამიანთა რაციონი, რომელთა სისხლში შაქრის მაღალი შემცველობაა. ისინი შაქრის დონეს დაარეგულირებენ და ორგანიზმს უფრო ჯანსაღსა და გამძლეს გახდიან. შაქრის დონის დასადგენად აუცილებელია ნახევარ წელიწადში ერთხელ სისხლის ანალიზი გავიკეთოთ. ასაკის მატებასთან ერთად ხშირად ზედმეტ კილოგრამებსაც ვაგროვებთ და დიაბეტის გაჩენის რისკიც მატულობს. სისხლში შაქრის დონე პირდაპირაა დაკავშირებული ფიზიკურ აქტივობასთან, მემკვიდრეობით ფაქტორებსა და ყოველდღიურ რაციონთან.
პროფილაქტიკისთვის გირჩევთ, რეგულარულად მიიღოთ შემდეგი პროდუქტები:
მანანის ბურღულის ფაფა
მის სარგებლობაზე უამრავ სტატიას ნახავთ, სწორედ ეს ბურღულეული გვეხმარება ყველაზე მეტად სისხლში შაქრის დონის მოწესრიგებაში. ამის მიზეზი კი მანანის ბურღულში ხსნადი უჯრედისის მაღალი შემცველობაა.
თხილეული
კაკალი, თხილი, არაქისი, ქეშიუ, ნუში… – ეს პროდუქტებიც დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში. ისინი შეიცავენ შაქრის შეთვისების შემანელებელ ცილებს, ცხიმებსა და უჯრედისს. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რომ მათი მოხმარების ყოველდღიურმა ნორმამ 50 გრამს არ გადააჭარბოს, წინააღმდეგ შემთხვევაში წონაში მოიმატებთ.
დარიჩინი
ეს სურნელოვანი სანელებელი შაქრის დონის კონტროლში დაგეხმარებათ. თუ მას რეგულარულად დაუმატებთ სხვადასხვა ფაფას, იოგურტს, სოუსს – დიაბეტის არსებობა შეგიძლიათ დაივიწყოთ. ის შეიცავს პოლიფენოლებს, უჯრედისს, მაგნიუმს, რაც სისხლში გლუკოზას ამცირებს. ყოველდღიური მოხმარების დოზა ნახევარი ჩაის კოვზია.
ავოკადო
ავოკადო შეიცავს ხსნად უჯრედისს, უჯერ ცხიმებს, ცილას, კალიუმს, რკინას, მაგნიუმს, ფოლიუმის მჟავას, რომლებიც ორგანიზმს არა მარტო მომატებულ შაქრის დონესთან წარმატებით ბრძოლაში ეხმარებიან, არამედ მას სხვადასხვა დაავადებისგან იცავენ და იმუნიტეტს ამაღლებენ.
წითელი ბულგარული წიწაკა
ეს დაბალკალორიული პროდუქტი ორგანიზმს C ვიტამინითა და ანტიოქსიდანტებით ამარაგებს. ის ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, ამაღლებს ორგანიზმის დაცვით ფუნქციებს ინფექციების მავნე ზემოქმედების წინააღმდეგ და ანთებითი პროცესების დროს.
ფეტვი
ეს მარცვლოვანი კულტურა არ შეიცავს შაქარს, მაგრამ მასში დიდი რაოდენობითაა უჯრედისი. ერთი ჩვეულებრივი თეფში ფეტვის ფაფა დღეში საკმარისია, რომ დიაბეტის განვითარების რისკი 20-30 პროცენტით შემცირდეს.
თევზი
თევზის რეგულარული მოხმარება (არანაკლებ კვირაში 2-ჯერ), აგრეთვე, დაბლა დასწევს სისხლში შაქრის დონეს. კვლევებმა აჩვენა, რომ თევზისგან დამზადებული კერძები დიაბეტით დაავადების რისკს 25%-ით ამცირებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუბარია მოხარშულ, ორთქლზე მომზადებულ ან გაზქურაში უზეთოდ გამომცხვარ და არა ზეთში შემწვარ თევზზე.
ბროკოლი
პოლიფენოლების შემცველი ეს ბოსტნეული ნებისმიერ ანთებით პროცესს ებრძვის, მათ შორის, დუნედ მიმდინარესაც. ხოლო თუ ანთებითი პროცესი ორგანიზმში ხანგრძლივად მიმდინარეობს და მას დროულად არ შევაჩერებთ, დროთა განმავლობაში ეს დიაბეტის გაჩენის მიზეზი შეიძლება გახდეს.
პარკოსნები
ბარდა, ლობიო, ოსპი – შაქრის მაღალი დონის დროს ეს 3 პროდუქტი ნამდვილი გაჭირვების ტალკვესია. ცილა, რომელსაც ისინი შეიცავენ, შაქრის შეთვისების პროცესს აფერხებს. პარკოსნებით მომზადებული კერძები დიაბეტის რისკს 47%-ით ამცირებს.
მარწყვი
მარწყვი – ანტიოქსიდანტების, უჯრედისისა და C ვიტამინის ულევი წყაროა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმე ეხება სეზონურ კენკრას და იმ მხარეში მოყვანილს, სადაც ცხოვრობთ.
ტოპინამბური
ტოპინამბური (იგივე მიწავაშლა) დიდი რაოდენობით ინსულინსა და ფრუქტოზას შეიცავს. მათი წყალობით ეს პროდუქტი ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებს, ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის და შაქრის დონეს ამცირებს. ამისთვის საკმარისია დღეში სულ რაღაც 1 ბოლქვი ტოპინამბური მიირთვათ უმად.
ნიორი
ნივრის რეგულარული გამოყენება კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობას აწესრიგებს და ამით ინსულინის გამომუშავებას აძლიერებს. ნიორში, ამას გარდა, არის ანტიოქსიდანტები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე განახლების პროცესებს უწყობენ ხელს.
კირა კარიაული
მსგავს თემაზე: ქურქუმა – ალცჰაიმერის დაავადების წინააღმდეგ
კომენტარები