კრიმინალიnewsსაბერძნეთი
ათონის მთაზე ოქროს ნაკეთობები მოიპარეს, ქურდი დაკავებულია
ცნობილი გახდა, რომ 12 ივლისს, საღამოს ათონის მთაზე მდებარე ერთ-ერთ ტაძარში ქურდობა მოხდა. მძარცველმა ხის კარადაში მოთავსებული ოქროს ნაკეთობები მოიპარა.
კარადაში ინახებოდა მე-9 საუკუნის ბიზანტიური ხატი და სხვადასხვა სახის ოქროს ნაკეთობანი, მათ შორის, ბიზანტიური მონეტები და სპორტსმენთა მიერ ტაძრისთვის შეწირული მედლები. მოპარული ნივთები, ფაქტობრივად, შეუფასებელია.
პოლიციამ დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, რომელშიც სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლიც ჩართეს. თავდაპირველად მოპარული ნივთები იპოვეს, შემდეგ კი დამნაშავის დაკავებაც მოხერხდა. ბრალდებულია 56 წლის რუმინელი მამაკაცი. საქმეს თესალონიკის პროკურატურა იძიებს.
კომენტარები