კრიმინალისაზოგადოებასაბერძნეთი
ომონიელი კოსტა და ჯიბის ქურდი (იხილეთ ვიდეო)
როგორც ცნობილია, ათენში ომონია კვირაობით ქართველების თავშეყრის ადგილია. ბევრი მათგანი კარგად იცნობს ბერძენ კოსტას, რომელსაც მენანდრუს ქუჩაზე ტოტალიზატორი აქვს. კოსტა ამჯერად ბერძნული ტელეარხის, ALPHA TV-ს გმირი გახდა.
როგორც ტელევიზიის სიუჟეტიდან ჩანს, ჯიბის ქურდი შეეცადა, კოსტა მისივე ოფისის წინ გაეძარცვა. უიღბლო მძარცველმა ვერ გათვალა, რომ კოსტა კარგად ერკვევა იმ რთულ კრიმინოგენულ სიტუაციაში, რომელიც ომონიაზეა და ყოველთვის ფრთხილობს; გარდა ამისა, მას ოფისის წინ ვიდეოკამერა უყენია, რომელმაც ინციდენტი ჩაიწერა. ნახეთ კოსტას რეაქცია ჯიბგირის ქმედებაზე.
P.S. ბოროტი ენები ამბობენ, რომ ქურდი ქართველი იყო.
იხილეთ ვიდეო:
კომენტარები