საბერძნეთში, ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მკლავჭიდელებმა 120 მედალი მოიპოვეს!

საბერძნეთის ქალაქ ლუტრაკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მკლავჭიდელებმა ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვეს: ჩვენმა სპორტსმენებმა, საერთო ჯამში, 120 სხვადასხვა სინჯის მედალი აიღეს.

დიდების კატეგორიაში, პირად ჩათვლაში ნაკრების წევრების ანგარიშზეა ოთხი ოქრო, ექვსი ვერცხლი და ხუთი ბრინჯაო. მათ გუნდური მეორე ადგილიც დაიკავეს.

ახალგაზრდა მკლავჭიდელებმა 53 მედალი და საერთო გუნდური პირველობა მოიპოვეს. მათ 24 ოქროს, 14 ვერცხლის და 15 ბრინჯაოს მედალი აიღეს.

პირველ ადგილზე გავიდნენ საერთო გუნდურ ჩათვლაში პარამკლავჭიდელებიც. მათ ანგარიშზე 23 ოქრო, 20 ვერცხლი და ცხრა ბრინჯაოს მედალია.

წყარო: 1tv.ge

მოიწონეთ და გააზიარეთ 

დაგაინტერესებთ: ფეხბურთი და დიდი პოლიტიკა – რატომ ყიდულებენ უცხოელები ევროპულ საფეხბურთო კლუბებს?

კომენტარები