ჯადოსნური კუნძული ათენთან ახლოს, რომელზეც „ბითლზი“ ოცნებობდა (ვიდეო)

ერეტრიისგან (ΕΡΕΤΡΙΑ) ცოტა მოშორებით არის არაჩვეულებრივი კუნძული – აგია ტრიადა საოცარი, გიტარის მსგავსი ფორმით. ერთ დროს კუნძულის ყიდვას BEATLES-ი აპირებდა, რათა ამ მიწიერ სამოთხეში გასტროლებს შორის თავისუფალი დრო გაეტარებინა. როგორც მცოდნე ხალხი ირწმუნება, ეს პატარა კუნძული საბერძნეთის „შეფარულ“ ადგილთაგან ერთ-ერთია. წმინდა სამების კუნძულზე შესანიშნავი პლაჟებია ზურმუხტისფერი წყლით, მარტო ვიდეოს ნახვითაც კი ისიამოვნებთ და სასიამოვნო ენერგიით დაიმუხტებით.

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ 

საინტერესო ვიდეო: ანიმაციური ფილმი ანტიკური ათენის შესახებ

კომენტარები