საზოგადოებაnewsსაბერძნეთი

КЕА  – დახმარების თანხა ბენეფიციარებს 24 მაისს ჩაერიცხებათ

საბერძნეთის სოციალური სოლიდარობის დახმარების, КЕА-ს ბენეფიციარები თანხას მომავალ პარასკევს, 24 მაისს მიიღებენ. თანხა პირად საბანკო ანგარიშებსა და წინასწარი გადახდის ბარათებზე ჩაირიცხება.

ამომრჩევლები ევროპარლამენტის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე თავიან ბიუჯეტს შეივსებენ. სოციალური სოლიდარობის მინისტრის მოადგილის, თეანო ფოტიუს განმარტებით, ეს ეხება მათ, ვისი განცხადებებიც 2019 წლის 30 აპრილამდე დაადასტურეს.

52 მლნ 281 443,84 ევრო 255 603 ბენეფიციარს გაუნაწილდება და 475 ათას ადამიანს მოიცავს. КЕА-ს თანხა, როგორც წესი, მაისშიც 2 თანაბარ ნაწილად გაიყოფა: ნახევარი ჩაირიცხება წინასწარი გადახდის ბარათებზე,  მეორე ნახევარი – პირად საბანკო ანგარიშებზე. დახმარების თანხა 100 ევრო ან მეტია თვეში.

წინასწარი გადახდის ბარათის გამოყენება შესაძლებელია შეუზღუდავად, ნებისმიერი შენაძენის, მათ შორის, ელექტრონული გადახდების განხორციელებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ელექტრონული პლატფორმა КЕА ღიაა და დაინტერესებულ ადამიანებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ განაცხადის შეტანა.

ნინო ბაჯელიძე

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ 

მსგავს თემაზე: სოციალურად დაუცველი ოჯახის არასრულწლოვანი წევრები ხუთჯერ მეტ დახმარებას მიიღებენ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close