ლიტერატურა/წიგნებისაზოგადოებასაბერძნეთი

უფასო წიგნები ბერძნულ და იტალიურ ენებზე, ელექტრონულ ფორმატში

ჟურნალმა 24GRAMMATA.COM-მა და გეორგიოს დამიანოსის სახელობის ფილოლოგიის სკოლამ შექმნეს საიტი, რომელზეც განათავსეს როგორც თანამედროვე, ისე ძველბერძენი ავტორების ნაწარმოებები იმ იმედით, რომ  ეს წიგნები იმ ადამიანთა ხელში აღმოჩნდება, რომლებსაც უნდათ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ. საიტზე შეგიძლიათ მოძებნოთ ტექსტები როგორც ძველბერძნულ ენაზე, ისე მათი თარგმანი ახალბერძნულ და იტალიურ ენებზე; აგრეთვე, თანამედროვე ავტორთა ნაწარმოებები ახალბერძნულ, იტალიურ და ინგლისურ ენებზე.

ბერძნულ ენაზე განთავსებული წიგნების კატალოგი შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე, ხოლო იტალიურ და ინგლისურ ენებზე – ამ ბმულზე.

ლიტერატურა

წიგნები ახალგაზრდობისთვის

ისტორია

ძველბერძნული ლიტერატურა

სხვადასხვა

ფსიქოლოგია – განათლება

კვლევები

იშვიათი ან ძველი წიგნები

რაც შეეხება საავტორო უფლებებს, საიტზე ნათქვამია შემდეგი: „წიგნები დაცული არ არის საავტორო უფლებით (ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონის შესაბამისად). ეს იმიტომ, რომ ან თავად ავტორები გზავნიან მასალას პირდაპირ 24grammata.comზე, ან უკვე გავიდა 70 წელი ავტორის გარდაცვალებიდან. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ არსებობს ბენეფიციარი, რომელიც გადაწყვეტს, უარი თქვას ჩვენს საიტზე წიგნის განთავსებაზე,   24grammata.com ვალდებულებას იღებს, დაუყოვნებლივ წაშალოს ეს ელექტრონული წიგნი. ეს უფასო ელექტრონული წიგნები მკაცრად ავირჩიეთ სხვა წიგნებს შორის. ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად უფასოდ მუშაობენ, რათა მოახდინონ სკანირება და ხელსაყრელ ფორმატში მიაწოდონ მკითხველს ბერძნული, იტალიური და ინგლისური ლიტერატურის ინტელექტუალური ნაწარმოებები.

თუ გაქვთ ელექტრონული წიგნი კლასიკური ლიტერატურიდან და ისტორიიდან, საავტორო უფლებების გარეშე, გამოგვიგზავნეთ, რომ ავტვირთოთ 24grammata.comზე და მკითხველს უფასოდ წარვუდგინოთ. თუ თქვენ გაქვთ საავტორო უფლება წიგნზე, ან მოგეპოვებათ 70 წელზე მეტი ხნის წიგნი, დაასკანერეთ  და გამოგვიგზავნეთ. თუ ამას გადაწყვეტთ, დაუმატეთ წიგნის მცირე აღწერა – 10-15 სტრიქონი, რათა მკითხველს ინფორმაცია მივაწოდოთ ავტორზე და თავად ნაწარმოებზე. საიტი 24grammata.comამ წიგნს ძველი ელექტრონული წიგნების სპეციალურ კატეგორიაში ატვირთავს. ჩვენი მიზანია სამარადისოდ შევინახოთ წარსულის ყველა ინტელექტულური ქმნილება“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close