აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის და კეთილსაიმედო დღეები

ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
აპრილის დასაწყისიდან მარსის გავლენა მეორე პლანზე გადაიწევს, ხოლო მერკურის უარყოფითი პოზიცია უწინდებურად დათრგუნული დარჩება, რაც ნიშნავს, რომ ბიზნესისა და ფინანსების სფეროში კრიტიკული პრობლემები არ გვექნება. ამ თვეში საქმიანობაში რაიმე მკვეთრი აღმასვლაც არ არის მოსალოდნელი.
მოვლენები მაქსიმალურად თანმიმდევრულად განვითარდება წინასწარ აღებული რიტმით, რომელიც ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის ინდივიდუალური იქნება. უმჯობესი იქნება ყურადღება მიაქციოთ საკუთარ სულიერ და ემოციურ მდგომარეობას, რადგან თქვენი განწყობა ბევრად განაპირობებს ამა თუ იმ საკითხის წარმატებულად წარმართვას. ზოდიაქოს ნიშანთა უმეტესობისთვის აუცილებელი იქნება კონცენტრირება სამუშაო სფეროში, რადგან ამ პერიოდში შედეგს ის იდეები მოიტანენ, რომლებსაც წარსულში შეესხა ხორცი. აი, რაც შეეხება პირად საკითხებს, აქ კი პირიქით – ისინი წინა პლანზე გამოვლენ და ბევრ საინტერესო რამეს გვპირდებიან.

აპრილის პირველი დეკადა მთელი რიგი სიურპრიზით გაგახარებთ. ძნელია იმის ზუსტად თქმა, კონკრეტულად რა გელოდებათ, თუმცა ვარსკვლავები გვირჩევენ, საკუთარ ინტუიციას ვუსმინოთ. იმის მიუხედავად, რომ ამ პერიოდში უფრო რაციონალური მიდგომა იქნება დომინანტი, წარმატებას გონებისა და გრძნობის კავშირი მოიტანს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ საკუთარი საქმით ხართ დაკავებული, ნუ ეცდებით არც თუ მუყაითი თანამშრომლისთვის პრემიის მიცემას მხოლოდ იმის გამო, რომ ის კარგი ადამიანია, მაგრამ თუ ხედავთ, რომ ის ნამდვილად ნანობს თავის საქციელს და ამისგან სათანადო გაკვეთილიც მიიღო, შეგიძლიათ თავს ცოტა მეტი მიკერძოებულობის უფლება მისცეთ.

თვის პირველ დღეებში ამგვარი სიტუაციები შეიძლება ბევრი იყოს, ისინი ახალ გამოცდილებას შეგძენენ და სათანადო შემტევი მოქმედებისა და გონივრული გათვლების შემთხვევაში კონკურენტების ჯობნის შესაძლებლობასაც კი მოგცემენ. პირადი ურთიერთობების სფეროში საქმე უფრო რთულად იქნება, თუმცა გადაულახავი სიძნელე არ შეგხვდებათ, უბრალოდ, მოგიწევთ ყოფითი ამოცანების ერთიმეორის მიყოლებით გადაწყვეტა, სამაგიეროდ, ამ პერიოდის დასასრულისთვის მთლიანად კმაყოფილი იქნებით.

აპრილის მეორე დეკადაში კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ საკუთარ თავსა და ახლობლებს. იმზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც რჩეული ჯერ არ ჰყავთ,  ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმითაა, რომ მაღალია ახალი საინტერესო ურთიერთობების ალბათობა. ხშირად გადით სახლიდან (იმ შემთხვევების გარდა, როცა ამას თქვენი მფარველი პლანეტები არ გირჩევენ). შუა თვეში ბევრი თქვენგანი, პირდაპირი მნიშვნელობით, თავის ბედს შეხვდება, თუმცა არაა აუცილებელი, რომ ეს მაინცდამაინც თქვენი მეორე ნახევარი იყოს.

სამუშაოზე მდგომარეობა სტაბილური იქნება, თუმცა ხანდახან მოგიწევთ უფრო მეტად მობილიზება, ისევ და ისევ საკუთარი კეთილდღეობისთვის. ამ დროს არსებობს საწარმოო ტრამვების რისკი, თუმცა შეგიძლიათ ის მინიმუმამდე შეამციროთ უფრო მეტი ყურადღების გამოჩენით. დახმარების მიღებაზე უარს ნუ იტყვით, რადგან ჩანაფიქრის საკუთარი ძალებით მიღწევასაც კი შეძლებთ, მაგრამ ხელის წაშველებაც არ გაწყენდათ. ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნისთვის ეს პერიოდი ფინანსური საქმიანობის თვალსაზრისით წარმატებული იქნება, ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ კაპიტალდაბანდება ან მსხვილი შენაძენების გაკეთება.

აპრილის მესამე დეკადა მთელი თვის განმავლობაში ყველაზე უფრო მშვიდი იქნება. უმჯობესია გადაწყვეტილებების მიღება არ იჩქაროთ, თუნდაც გეგონოთ, რომ ყველანაირი გარემოება თქვენ მხარესაა. თუ საჭიროდ ჩათვლით, ყველა ადამიანს დროებით ჩამოცილდით, აუჩქარებლად გადაწყვიტეთ საჭირბოროტო საკითხები და განახორციელეთ თქვენი საქმეები. ეს პერიოდი იდეალურია საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ.

მკვეთრად გაუმჯობესდება მათი მდგომარეობა, ვინც ცოტა ხნის წინ ოპერაცია გადაიტანა. სასიყვარულო ფრონტზე შესაძლოა ახალმა სიომ დაუბეროს და ის შედეგებს თანდათან მოიტანს, ასე რომ, ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ მანამ, სანამ მთელ სიტუაციას თავიდან ბოლომდე არ ჩასწვდებით. ასევე ყურადღება მიაქციეთ უმცროს თაობას, სხვათა პრობლემებს ნუ გაექცევით, თუნდაც ფიქრობდეთ, რომ საკუთარი პრობლემებიც თავზესაყრელად გაქვთ. სინამდვილეში, აპრილის ბოლო დეკადა ძალზე ნაყოფიერი და დადებითი პერიოდი იქნება, თუმცა ბევრი თქვენგანი ამას ერთბაშად ვერ დაინახავს.

 

აპრილის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

 

ვერძი

აპრილის ფინანსური ჰოროსკოპი ვერძებს ურჩევს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ შენაძენების გაკეთებას. უმჯობესია, სახსრები რემონტისთვის ან უძრავი ქონების შესაძენად გამოიყენოთ. როგორც ვარსკვლავები წინასწარმეტყველებენ, ამ პერიოდში უმჯობესია მეტი იმუშაოთ, რათა დასახულ მიზნებს მიაღწიოთ. თვის ბოლოს ვერძებს სასიამოვნო ფულადი ბონუსი ელოდება.

აპრილის ხელსაყრელი დღეებია: 5, 14, 23, 27, 28.

 

კურო

კუროებს საქმიან სფეროში არასტაბილურობა ელოდებათ. დიდი ყურადღება დაუთმეთ მნიშვნელოვან პროექტებს. თუ მათ დროულად არ ჩააბარებთ, შეიძლება მსხვილი გარიგება ხელიდან გაუშვათ. ქალ კუროებს მართებთ საკუთარი თავის ხელში აყვანა და მაღაზიების გვერდის ავლა, რადგან იქ შევლამ შეიძლება ფინანსების გარეშე დაგტოვოთ.

აპრილის ხელსაყრელი დღეებია: 6, 7, 13, 22, 25.

 

ტყუპი

დროა ფულის ეკონომია ისწავლოთ. ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, ტყუპებს ფინანსური პრობლემები საკუთარი საჭიროების კონტროლის არცოდნის გამო ექმნებათ. განსაზღვრეთ, ამჟამად რა გჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგ ხელფასამდე შეიძლება უსახსროდ დარჩეთ.

აპრილის ხელსაყრელი დღეებია: 2, 9, 17, 18, 28.

 

კირჩხიბი

კირჩხიბების ფინანსური მდგომარეობა ერთობ არასახარბიელოა. ჯობს, შემოსავლის დამატებითი წყარო მოიძიოთ, რომელიც ოჯახის რჩენაში დაგეხმარებათ. კაც კირჩხიბებს მაქსიმალური ძალისხმევის გამოჩენა მოუწევთ ფულის ნაკადის მოსაზიდად და საკუთარი საქმის განსახორციელებლად. სირთულეების დაძლევას თვის ბოლოს მოახერხებთ.

აპრილის ხელსაყრელი დღეებია: 3, 7, 13, 24, 29.

 

ლომი

არასტაბილური ფინანსური მდგომარეობა ლომებსაც შეექმნებათ. თვის პირველ ნახევარში ხელმძღვანელობასთან უთანხმოება მოგელით, რაც შეიძლება ჯარიმებით ან პრემიის არმიღებით დასრულდეს. კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად ყური უგდეთ უფროსების შენიშვნებს და დავაში ნუ ჩაერთვებით. თვის ბოლოს სიტუაცია დაწყნარდება და ადრინდელ შემოსავალს კვლავ დაიბრუნებთ.

აპრილის ხელსაყრელი დღეებია: 4, 10, 13, 24.

 

ქალწული

ქალწულებს ფინანსების გამო მეორე ნახევართან სერიოზული უთანხმოება შეექმნებათ. პარტნიორს ეგონება, რომ ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად თქვენი ძალისხმევა მინიმალურია. ნუ ეცდებით ურთიერთობის გაწყვეტას და საყვარელი ადამიანისთვის ანგარებიანობის დაბრალებას. მისი რჩევები შეიძლება სიტუაციის გამოსწორებაში დაგეხმაროთ. გამძაფრებული ინტუიცია ერთგულ საქმიან პარტნიორებს გაპოვნინებთ და კრიზისული მდგომარეობიდანაც გამოგიყვანთ.

აპრილის ხელსაყრელი დღეებია: 1, 11, 18, 23, 26.

 

სასწორი

სასწორისთვის აპრილი ნამდვილად არაა საუკეთესო დრო საკუთარი საქმის დასაწყებად. ჯობს, ხარჯების სისტემატიზაცია მოახდინოთ, რაც დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ არაგონივრული ხარჯები შვილების კაპრიზების შესრულებასთან ან გართობასთან დაკავშირებით. სასწორი მთლიანად ჩაეფლობა თავის სამუშაოში, რაც მომავალში ბევრ წარმატებას მოუტანს.

აპრილის ხელსაყრელი დღეებია: 5, 13, 14, 20, 29.

 

მორიელი

თითქოს ხელში ფულის ტომარა დაუნახესო – მორიელის ახლობლები და მეგობრები მას დახმარებისთვის მიაშურებენ. ჯობს, მხოლოდ ის თანხა გაასესხოთ, რომლის ჩუქებაც შეგიძლიათ და მის დაბრუნებას ახლო მომავალში არც ელოდოთ. აგრეთვე, მნიშვნელოვანია ისწავლოთ იმ ადამიანებისთვის უარის თქმა, რომლებიც არასაიმედოდ გეჩვენებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ბიზნესში პრობლემები შეგექმნათ, რითაც ის პირები, რომლებიც თქვენ მიმართ კეთილად არ არიან განწყობილები, ბოროტად ისარგებლებენ.

აპრილის ხელსაყრელი დღეებია: 1, 2, 16, 21, 27.

 

მშვილდოსანი

სამსახურში მეტისმეტად დატვირთული გრაფიკის გამო მშვილდოსნებს შეიძლება პირად ცხოვრებაში პრობლემები შეექმნათ, წვრილმანი უთანხმოება შეიძლება სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდოს. მათ ფინანსური პრობლემა იმდენად შეაწუხებთ, რომ მზად იქნებიან, ყველაფერი შესწირონ მიზნის მიღწევას. ვარსკვლავები გირჩევენ საკუთარ არც თუ გონივრულ პრინციპებზე უარის თქმას, კომპრომისზე წასვლას და როგორც ურთიერთობების, ისე საქმეების მოწესრიგებას.

აპრილის ხელსაყრელი დღეებია: 2, 13, 22, 23, 30.

 

თხის რქა

ფინანსური ჰოროსკოპი თხის რქებს ყველა წამოწყებაში წარმატებას ჰპირდება. ყველა გეგმა მხოლოდ საქმიან მოგზაურობებსა და მოლაპარაკებებს უკავშირდება და მიმართულია ბიზნესში წარმატებისკენ. შესაძლო წინააღმდეგობების მიუხედავად თქვენი ძალისხმევა წარმატებული იქნება და დადებით შედეგს მოიტანს.

აპრილის ხელსაყრელი დღეებია: 6, 7, 13, 19, 25, 26.

 

მერწყული

აპრილში გაგიმართლებთ და შეძლებთ ისეთი სამუშაოს პოვნას, რომელიც სასიამოვნოსთან ერთად სტაბილური შემოსავლის მომტანიც იქნება. ისწავლეთ ფულის სწორად გამოყენება და მხოლოდ უპირველესი საჭიროებებისთვის ხარჯვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფულის ნაკადი შემცირდება; ოჯახის საჭიროებებსაც ნუ დაივიწყებთ. ახლა სწორედ შესაფერისი დროა თქვენი საქმიანობისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად.

აპრილის ხელსაყრელი დღეებია: 1, 4, 13, 27, 28.

 

თევზები

საქმეებში არასტაბილურობამ შეიძლება თევზების მდგომარეობაზე არასახარბიელო გავლენა იქონიოს. ეცადეთ სამუშაო პროცესი მოაწესრიგოთ და უპირველესად მნიშვნელოვანი პროექტები დაასრულოთ. თქვენი ფინანსური მდგომარეობა თვის ბოლოს გაუმჯობესდება. საბრძოლო განწყობას ნუ დაკარგავთ და დასახული მიზნისკენ სვლა განაგრძეთ.

აპრილის ხელსაყრელი დღეებია: 5, 11, 20, 23, 30.

 

თამთა გურული 

კომენტარები