საზოგადოებაnewsსაბერძნეთი

ახალგაზრდა ელჩი ლიკა ჯანელიძე საბერძნეთში საქართველოს პოპულარიზაციას განაგრძობს

16 მარტს ცნობილ ბერძნულ საგამოფენო სივრცეში – METROPOLITAN EXPO FOOD EXPO – GREECE-ის პრესტიჟული გამოფენის გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ლიკა ჯანელიძეც დაესწრო ტურისტული სააგენტო AKTINA TRAVEL GROUP-ის სპეციალური მიწვევით.

საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელის, კლერი ძერძვილის ინიციატივით გამოფენაზე მიწვეულ სტუმრებს საქართველოს ტურისტული რესურსების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და თავისი პროექტის ფარგლებში შექმნილი ბერძნულენოვანი ბროშურები დაურიგა, სადაც საქართველოს გასტრონომიული და ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ინფორმაციაა მოცემული.

„ჩემთვის, როგორც საქართველოს ახალგაზრდა ელჩისთვის, საამაყოა, რომ ჩვენი პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიება ბერძნულ-ქართულ მეგობრობასა და, თამამად შეიძლება ითქვას, უკვე სისტემურ თანამშრომლობაში გადაიზარდა, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი ქვეყნის შესახებ მეტ ადამიანს მივაწოდოთ ინფორმაცია, გავაცნოთ საქართველო და დავაინტერესოთ ჩვენი ქვეყნის ტურიზმით“, – აღნიშნა ლიკა ჯანელიძემ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close