დღის თემასაბერძნეთისაიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები

მოქალაქეობის შესახებ ახალი კანონპროექტი საბერძნეთის პარლამენტში დარეგისტრირდა

ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით არაერთხელ გაცნობეთ, რომ საბერძნეთის მთავრობა აპირებს ცვლილებები განახორციელოს კანონმდებლობაში, რომელიც ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას ეხება. მიუხედავად ამისა, დღემდე არ გადადგმულა პრაქტიკული ნაბიჯები ამ მიმართულებით. ამჯერად სიტუაცია შეიცვალა.

7 მარტს საბერძნეთის პარლამენტში დარეგისტრირდა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი – ცვლილებები მოქალაქეობის შესახებ კანონში, რომელიც მოქალაქეობის მიღებას საკმაოდ ამარტივებს. კანონპროექტის წარდგენას წინ უსწრებდა საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის, ალექსის ციპრასის გამოსვლა, რომელშიც ქვეყნის მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საბერძნეთის მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაში იმიგრანტებისათვის მოქალაქეობის მინიჭებისა და ბერძნულ საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის მნიშვნელობას. აღნიშნულ საკითხზე იხილეთ სტატია „ციპრასი საბერძნეთის დემოგრაფიული პრობლემების გადაწყვეტას მიგრანტების მეშვეობით აპირებს“

დაგეგმილი ცვლილებების დეტალების შესახებ ინფორმაციას გაეცნობით სტატიაში „საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების წესში ცვლილებები შედის“

დაგეგმილი ცვლილებები მნიშვნელოვანია, რადგან ნატურალიზაციის გზით საბერძნეთის მოქალაქეობის მიღება ამჟამად საკმაოდ რთულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2018 წელს ნატურალიზაციის გზით საბერძნეთის მოქალაქეობა 2528-მა ადამიანმა მიიღო, 1273 განმცხადებლის უარი ეთქვა. შესაბამისად, მსურველთა მხოლოდ 66-მა პროცენტმა შეძლო მოქალაქეობის მიღება. ამ თვალსაზრისით მდგომარეობა გაუარესებულია 2017 წელთან შედარებითაც – 2017 წელს განაცხადების 79 პროცენტი დაკმაყოფილდა.

ჯერ კიდევ უცნობია კენჭისყრის თარიღი. ნებისმიერ შემთხვევაში ეს უახლოეს დღეებში მოხდება, რასაც აუცილებლად შეგატყობინებთ. კანონის დამტკიცების შემდეგ კი მის დეტალებს გაგაცნობთ.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close