საზოგადოებასაბერძნეთი

ციპრასი საბერძნეთის დემოგრაფიული პრობლემების გადაწყვეტას მიგრანტების მეშვეობით აპირებს

5 მარტს საბერძნეთის პარლამენტში გამოსვლისას საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი ქვეყნის დემოგრაფიულ პრობლემას შეეხო. პრემიერმა დემოგრაფიული და მიგრაციული პრობლემები ერთმანეთს დაუკავშირა.

ალექსის ციპრასის თქმით, შემაშფოთებელია, რომ საბერძნეთის მოსახლეობა ყოველწლიურად 300 ათასი კაცით მცირდება და ეს ტენდენცია ქვეყანას სამომავლოდ დიდ საფრთხეს უქმნის. პრობლების გადაჭრის გზად პრემიერ-მინისტრს სოციალური თანხმობის შენარჩუნება და იმიგრანტების ინტეგრაცია მიაჩნია.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა მაქს პლანკის ინსტიტუტის კვლევების მონაცემები მოიშველია. აღნიშნული კვლევები ევროპის მოსახლეობის პერსპექტივას ეხება. ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის მნიშვნელოვნად გაიზრდება გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, შვედეთისა და ბელგიის მოსახლეობა და აღნიშნულ ზრდას იმიგრანტთა ინტეგრაცია განაპირობებს. სანაცვლოდ, ისეთ ქვეყნებში, რომლების იმიგრანტთა მოზიდვას ეწინააღმდეგებიან და ადგილობრივი მოსახლეობაც თავად მიდის უცხოეთში საცხოვრებლად, მოსახლეობა შემცირდება. ასეთები, ძირითადად, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები არიან. ციპრასის თქმით, საბერძნეთმა უნდა აირჩიოს, რომელ გზას დაადგება.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2016 წელს მიღებულმა კანონმა საშუალება მისცა მეორე თაობის 66 ათას ემიგრანტს, მიეღოთ საბერძნეთის მოქალაქეობა. ამავე დროს, ამ კატეგორიის 200 ათასი ადამიანი ელოდება ბერძნულ საზოგადოებაში საკუთარი ინტეგრაციის ოფიციალურად გაფორმებას. წარმატებული ინტეგრაციის მაგალითად ალექსის ციპრასმა ცნობილი კალათბურთელი, იანის ანტეტოკუნბო დაასახელა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close