რატომ ჯდება სწრაფად თქვენი სმარტფონი – რას აკეთებთ არასწორად?

მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის გარეშე ადამიანთა უმეტესობას დღეს სიცოცხლე ვერ წარმოუდგენია, თუმცა ბევრმა არ იცის თავისი სმარტფონის სწორად მოხმარება, რაც ხელსაც უშლის და ნერვებსაც – მაგ., როდესაც ტელეფონის ელემენტი სწრაფად ჯდება, ფიქრობთ, რომ ტელეფონის ბრალია? სულაც არა, ხშირად ეს პრობლემა იმის გამო ჩნდება, რომ მობილურ ტელეფონს არასწორად მოვიხმართ. ქვემოთ გაეცნობით რამდენიმე ძალიან აქტუალურ და სასარგებლო რჩევას.

1. უმეტესობას მიაჩნია, რომ სმარტფონის ბატარეა 100%-მდე უნდა დამუხტოს, მაგრამ ეს არასწორია. საქმე ის არის, რომ სმარ­ტფო­ნებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­თი­უმ-იო­ნუ­რი აკუმულატორი გამუდ­მე­ბულ „სტრეს­ზე“ სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბით რეაგირებს. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ სმარტფონის ელე­მენ­ტი 30%-იდან 80%-მდე იყოს დამუხტული, თუ გვინდა, რომ ტელეფონი მალე არ დაჯდეს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ არც სმარტფონის ხშირ-ხშირი და უმიზნო დამუხტვა ვარგა.

2. ძილის წინ ნუ შეაერთებთ ტელეფონს დასატენად, რადგან დაგეძინებათ და სმარტფონი მთელი ღამე დარჩება დენის წყაროში შეერთებული. ბოლომდე და­მუხ­ტული ტე­ლე­ფონის დე­ნის წყა­რო­ში დატოვება აკუ­მუ­ლა­ტორს აზიანებს. საქმე ისაა, რომ ­ის მაინც იღებს ელექტრო­ბას მცი­რე იმპულსე­ბით, რათა მუხტის 100%-იანი მაჩვენებელი შეინარჩუნოს, ეს კი მისთვის „სტრესული“ სიტუაციაა – აკუ­მუ­ლა­ტორი ზიანდება, ამი­ტომ როცა ტე­ლე­ფო­ნი და­ი­ტე­ნე­ბა, დე­ნის წყა­რო­დან გა­მორ­თეთ.

3. კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომა ტელეფონის აკუმულატორის ბოლომდე დაცლაა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, როდესაც ბატარეა 30%-მდე ჩამოვა, უმჯობესია ტელეფონი დენის წყაროში ჩართოთ დასატენად. იდეალური სიტუაციაა თუ ელე­მენ­ტის მუხ­ტი მუდმივად 30%-იდან 80%-მდე იქნება, ხოლო თუ 30%-ზე დაბლა ჩამოვა, ნუ დაელოდებით ბოლომდე დაცლას და დამუხტეთ.

4. სმარტფონის აკუმულატორზე მაღალი ტემპერატურაც ცუდად მოქმედებს, მისთვის ოპტიმალური ტემპერა­ტუ­რა 1-იდან 35 გრა­დუ­სამ­დეა, ამიტომ ეცადეთ ტელეფონი მეტისმეტად არ გახურდეს.

5. უმეტესობას თავისი სმარტფონი სპეციალურ დამცავ ბუდეში აქვს მოთავსებული, თუმცა დამუხტვის დროს უმ­ჯო­ბე­სია ბუ­დი­დან ამო­ი­ღოთ, რად­გან ბუდეში მოთავსებული ტელეფონი დატენისას უფრო მეტად ხურდება.

6. რო­გორც წესი, ყვე­ლა სმარ­ტფო­ნს მისთვის განკუთვნილი სადენი აქვს, თუმცა არსებობს სადენები, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ტელეფონს მუხტავს. აღსანიშნავია, რომ ასე­თი სადენებიც შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს სმარტფონის ელე­მენ­ტის გა­ფუ­ჭე­ბის ან გახუ­რე­ბის მიზეზი. კარგი იქნება, თუ დამუხტვისას კონკრეტულად თქვე­ნი სმარ­ტფო­ნის­თვის გან­კუთ­ვნი­ლ სადენს გამოიყენებთ.

მოამზადა ნინო ხოშტარიამ

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ 

ასევე დაგაინტერესებთ: აპლიკაცია უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ – SCHENGEN/EU APP

კომენტარები