საზოგადოებაnewsსაბერძნეთი

„ჩვეულებრივი“ თამთა – ბერძნული საიტის ფოტოგრაფებმა მომღერალი ცხოვრებისეულ სიტუაციაში გადაიღეს

TLIFE.GR-ის ფოტოგრაფებმა მოახერხეს ქართული წარმოშობის ბერძენი მომღერალი თამთა ცხოვრებისეულ სიტუაციაში გადაეღოთ – ისეთი, როგორიც იგი არის ყოველდღიურობაში: უბრალო, მხიარული, ლამაზი ახალგაზრდა ქალი. თამთა პაპარაცის კამერამ ათენის აეროპორტში „დაიჭირა“ კვიპროსში გამგზავრების წინ.

ფოტოებზე ჩანს, რომ მომღერალი შესანიშნავ განწყობაზეა  და ამის მიზეზიც აქვს –  მისი მრავალი წლის ოცნება წელს ახდება: თამთა კვიპროსის სახელით გამოვა ევროვიზიის 64-ე კონკურსზე, რომელიც თელ-ავივში მაისში გაიმართება. ამ კონკურსში მონაწილეობა თამთას დიდი ხანია უნდა და წლეულს კვიპროსი მას ამის შესაძლებლობას აძლევს.

თამთა ბევრს შრომობს ევროვიზიისთვის მოსამზადებლად და არც ისე დიდი დრო რჩება ოჯახური დასვენებისთვის. ქალიშვილის – ანას გარდა მუდმივად მის გვერდით არის და მხარში უდგას პარის კასიდოკოსტასი. წყვილი უკვე 3,5 წელია ერთადაა: მათ დაუმტკიცეს სკეპტიკოსებს, რომ ერთმანეთის მიმართ სერიოზული გრძნობები აქვთ.

თამთა ნათელი მაგალითია იმისა, რომ დაუღალავი  შრომით და მონდომებით ყველაზე სანუკვარი ოცნებების ახდენაც შეიძლება.

10 იანვარს ცნობილი მომღერალი 38 წლის გახდა  და ახლა მის ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. როგორც თავად თამთა ამბობს, „დიდ ფსონს დებს ევროვიზიაზე“. გამარჯვება ვუსურვოთ ჩვენს სახელგანთქმულ თანამემამულეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close